GFF AWARDS 2022 – საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა

Read Time:24 Second

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელია. ეს  გადაწყვეტილება „შერატონ მეტეხი პალასში“ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, GFF Awards 2022-ზე გამოაცხადეს.

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი)

2022 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ეროვნული ლიგის გამოკითხვაში ეროვნული ლიგის ათივე გუნდის მთავარი მწვრთნელი და თერთმეტი ფეხბურთელი, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეები და სპორტული მედიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩარკვიანი სალომე ზურაბიშვილს: როცა არ გთვლიან პრეზიდენტად, იქნებ შენ მიხვდე, რომ უნდა იპრეზიდენტო
Next post ანა წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა