futurism.com-ის ინფორმაციით SpaceX გლობალური ინტერნეტქსელის შესაქმნელად პირველ თანამგზავრს გაუშვებს

Read Time:43 Second

სამი წლის წინ SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა პროექტი წარადგინა, რომელიც კოსმოსში გლობალური ინტერნეტ თანამგზავრის გაშვებას გულისხმობს.

თანამგზავრი ხელს შეუწყობს მსოფლიოს პირველი გლობალური ინტერნეტ ქსელის შექმნას, რომელიც თავის მხრივ, უფასო ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.futurism.com-ს ინფორმაციას ავრცელებს.

პროექტს SpaceX Starlink-ი ჰქვია და ამბობენ, რომ 17 თებერვალს SpaceX-ი დედამიწის ორბიტაზე პირველ სატელიტებს გაუშვებს.

გამოცემის ცნობით, microsat 2a-მ და 2b-მ ტესტირების რეჟიმი წარმატებით გაიარეს და მათ, კალიფორნიის  აერობაზიდან, ორბიტაზე Falcon 9 წაიღებს.

ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა მძიმე კოსმოსური ხომალდი Falcon Heavy გაუშვა, რომელმაც მასში არსებული Tesla-ს ავტომობილი მზის ირგვლივ ჰელიოცენტრულ ორბიტამდე უნდა მიეტანა.

რაკეტა Falcon Heavy ფლორიდაში, კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვეს.

  • რაკეტა-მატარებელი Falcon Heavy შექმნილი იყო ორბიტაზე მძიმე ტვირთის გასატანად (63 ტონამდე). ის ფაქტობრივად Falcon 9-ის სამი, ერთად შეკრული რაკეტა იყო. Falcon Heavy-ის პირველი გაშვება 2017 წელს იგეგმებოდა, მაგრამ რამდენჯერმე გადაიდო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოსა და აზერბაიჯანის სპორტის კომიტეტებმა მემორანდუმი გააფორმეს
Next post კახა კალაძემ რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა