Forbes-ცნობილია, რა შემთხვევაში გასამმაგდება ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი

Read Time:24 Second

ამერიკული გამოცემა Forbes-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ იტალიური ნაპოლის ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია კლუბთან ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერს, მისი ხელფასი გასამმაგდება.

“ამჟამად, ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელიას წლიური ანაზღაურება 1.6 მილიონი დოლარია, რომელიც, შესაძლოა, 4.8 მილიონ დოლარამდე გაიზარდოს, თუ ის კონტრაქტს გაახანგრძლივებს”. – წერს Forbes.

კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, სავარაუდოა, რომ ამ შეთანხმებას კიდევ 1 ან 2 წელი დაემატება.

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში 2022 წელს გადავიდა. ამ დრომდე, მან კლუბში 61 მატჩი ჩაატარა და 22 გოლის გატანა მოახერხა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post VIDEO: „27 წელი ველოდებოდი“ – ბათუმის სამედიცინო ცენტრი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს
Next post საქართველოში 5 წუთიანი ინტერვალით კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა – ნახეთ, სად იყო ეპიცენტრი