CNN-აშშ უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს

Read Time:21 Second

აშშ უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე დაავალა სახელმწიფო დეპარტამენტს აღნიშნული დახმარების უზრუნველყოფა, რომელიც ითვალისწინებს შეიარაღებას, საბრძოლო მასალებსა და საჰაერო თავდაცვითი სისტემების აღჭურვილობას.

ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების მოცულობა 20 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

„ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე საჭიროა, რათა მან შეძლოს, დაიცვას საკუთარი თავი და როდესაც ამის დრო დადგება, ძლიერი პოზიციით იყოს წარმოდგენილი მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post BBC-საქართველოში დაბრუნება – სააკაშვილის ფატალური შეცდომა
Next post გიორგი ვოლსკი: მერაბიშვილის ფიგურა სპეციალურადაა წამოწეული, ეს არის გზავნილი – თუ ჩვენ სისხლის გუბეები დავაყენეთ, ეს საჭირო იყო, შეცდომა კი არ არის, ასე უნდა გვემართა, იმიტომ რომ წესრიგი იყო დასამყარებელი