Bloomberg: ბაიდენმა ერდოღანს განუცხადა, რომ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივ მკვლელობას გენოციდად აღიარებს

Read Time:46 Second

აშშ-ის პრეზიდენტმ, ჯო ბაიდენმა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს განუცხადა, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივ მკვლელობას გენოციდად აღიარებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დღეს ამერიკისა და თურქეთის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მე-20 საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარებას გეგმავს.

22 მარტს ორმოცამდე ამერიკელმა სენატორმა, მათ შორის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდა.

ამერიკელი კანონმდებლების განცხადებით, „ჯო ბაიდენმა ოფიციალურად უნდა აღიაროს გენოციდი, რათა მკაფიოდ გაჟღერდეს ის, რომ აშშ-ის მთავრობა ამ საშინელ ჭეშმარიტებას აღიარებს“.

მრავალი ისტორიკოსი და არაერთი ქვეყანა გენოციდად მიიჩნევს პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონამდე სომხის დახოცვასა და დეპორტაციას.

თურქეთი კი აცხადებს, რომ სომხებს შორის მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იყო და ეს მსხვერპლი მოჰყვა სამოქალაქო არეულობას და არა ოსმალეთის იმპერიის მიზანმიმართულ პოლიტიკას სომხების გასანადგურებლად.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებული ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებს წიგნები აჩუქა
Next post თენგიზ ცერცვაძემ დაასახელა სამი მიზეზი, რაც საქართველოში ვაქცინაციის ტემპს აფერხებს