კვირა, ივლისი 5, 2026

BBC აქვეყნებს- მეცნიერები რეგენერაციული მედიცინით მკვდარი გულის გაცოცხლებაზე მუშაობენ

ინფარქტის დროს, ადამიანის გულის ნაწილი კვდება – გულის უჯრედები აღდგენას ვეღარ ახერხებენ, თუმცა მეცნიერები საუბრობენ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ეს პროცესი შექცევადი გახადონ. წარმატების შემთხვევაში, შესაძლოა ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს. ამის შესახებ სტატიას BBC აქვეყნებს

გულის ნორმალური ფუნქციონირება მისი მკვებავი არტერიებისგან ჟანგბადის მუდმივ მიწოდებაზეა დამოკიდებული. თუ ეს მკვებავი არტერიები დაბლოკილია, რამდენიმე წუთში გულის კუნთი კვდომას იწყებს. ამ დროს თუ ექიმებმა პირველი ერთი საათის განმავლობაში არტერიების გახსნა ვერ მოახერხეს, გაჩერებულ გულში ერთ მილიარდ უჯრედამდე კვდება.

ადამიანებს, რომლებსაც ასეთი ინფარქტი აქვთ გადატანილი, ხშირად უჩივიან გულის უკმარისობას. ინფარქტიდან პირველი ხუთი წლის განმავლობაში კი მათი ნახევარი იღუპება.

მეცნიერების თქმით, სხვა ორგანოებისგან განსხვავებით, გული ნაკლებად ხასიათდება თვითაღდგენადობით. გულის კუნთის უჯრედები წელიწადში 0.5%-იანი ინტენსივობით იყოფიან, რაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ რაიმე სერიოზული ზიანის შემთხვევაში გულმა თავი აღიდგინოს. მკვდარი უჯრედები მყარი ქსოვილის მქონე სქელი ფენებით იცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ გულის ნაწილი უბრალოდ ფუნქციონირებას წყვეტს.

თუმცა იმედი უკვე არსებობს – მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში რეგენერაციული მედიცინა ამ დრამატული სიტუაციიდან პაციენტებს გამოსავალს შესთავაზებს, რაც ე.წ. გულის წებოში.

რეგენერაციული მედიცინა, რომელიც ღეროვან უჯრედებს იყენებს, პაციენტისთვის ალტერნატივის შეთავაზება შეუძლია. ტარდება კვლევები, რომლებშიც სპეციალისტები დაზიანებული გულის ქსოვილის შეკეთებას ცდილობენ. სპეციალისტებს ქსოვილში შეყავთ უჯრედები, რომლებიც მოგვიანებით სხვადასხვა ტიპის უჯრედებად შეიძლება განვითარდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტესტების დროს დაზიანებული სისხლძარღვები წარმატებით აღდგა, გულის მკვდარი კუნთების გაცოცხლება ვერ მოხდა. ამის მიზეზად ის სახელდება, რომ ღეროვანი უჯრედების 95% გულმა არ მიიღო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველომ ერთა თასზე ურუგვაი დაამარცხა

მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირის, ერთა თასის პირველი მატჩი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მონტევიდეოში ურუგვაის ნაკრებთან გამართა და მეტოქე ბონუსქულით 41:34 დაამარცხა.

„რაც შეეხება საქართველოში UFC-ის ჩატარებას… როგორც ვიცი, ეს იქნება შემდეგ წელს – 2027 წელს…“ – მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა.დვალიშვილი ამბობს, რომ   2027 წელს საქართველოში UFC-ის ჩატარება იგეგმება.„რაც შეეხება საქართველოში UFC-ის ჩატარებას - ამაზე აქტიურად მიდის მუშაობა. როგორც ვიცი, ეს იქნება შემდეგ წელს - 2027 წელს, გაზაფხულზე. ვნახოთ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება ღმერთის წყალობით.ჩვენი ქართველი მებრძოლები და იმედია მეც ვიბრძოლებ აქ და იმედია სხვა ქართველი მებრძოლებიც შემოგვიერთდებიან.UFC-ის მოთხოვნა იყო, რომ 15 000 კაციანი დარბაზი სჭირდებოდათ, მაგრამ ჩვენ ეგეთი არ გვაქვს - ყველაზე მაქსიმუმი 10 000 კაციანი დარბაზი გვაქვს, ახალი სპორტის სასახლე და ეგ არის მე მგონი ლოკაცია“, - ამბობს მერაბ დვალიშვილი ჟურნალისტებთან.

ფილარმონიიდან პარლამენტამდე ლოზუნგით ,,ერთად სინდისის პატიმარი ქალების თავისუფლებისთვის”, მარში გაიმართა – რუსთაველის გამზირზე აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს შეუერთდნენ შაბათის ტრადიციული მარშის მონაწილეები, ლოზუნგით ,,ერთად სინდისის პატიმარი ქალების თავისუფლებისთვის”. მოქალაქეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები სხვადასხვა შინაარსის წარწერით: ,,რეჟიმი, რომელსაც ქალების ეშინია, უკვე დამარცხებულია”, ,,თავისუფლება სინდისის პატიმარ ქალებს”. აქციის მონაწილეების თქმით, ქალი პოლიტიკოსების და ასევე, ჟურნალისტი მზია ამაღლობელის პატიმრობით ,,ქართულ ოცნებას” სურს, საზოგადეობას დაანახოს, რომ “ბრძოლაში ქალების ადგილი არ არის”. პარლამენტთან მოქალაქეები ყოველდღიურად უკვე ერთ წელზე მეტია, იკრიბებიან. ისინი ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

5 ივლისიდან 2026 წლის საგამოცდო პროცესში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.„საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრირებულებისათვის საგამოცდო პროცესი 5 ივლისს დაიწყება და 29 ივლისს დასრულდება.5 ივლისს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩატარდება, რომლისთვისაც 3600-მდე გამოსაცდელია დარეგისტრირებული.მნიშვნელოვანია, რომ გამოსაცდელი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, მასზე მითითებულ დროსა და ადგილას.საგამოცდო ცენტრებში სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე, გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აპლიკანტები გამოცდაზე არ დაიშვებიან", - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, ალი მოჯანი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს, სადაც საქართველო-ირანის ეკონომიკური თანამშრომლობისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის პერსპექტივებზე საუბრობს

„როგორ შეიძლება, რომ რეგიონში, სადაც ხალხები საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ, ვაჭრობდნენ და მეზობლობდნენ, ჩვენი ქვეყნების მარცვლეული ათასობით კილომეტრის დაშორებით, ლათინური ამერიკიდან შემოდიოდეს, ხოლო ხორცი — ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან, მაშინ როდესაც რეგიონული ბაზრები ერთმანეთთან სულ მცირე მანძილით არიან დაშორებული?“ — წერს ელჩი.,,ბოლო დღეებში, საქართველოს ერთ-ერთ გავლენიან ოფიციალურ პირთან საუბრისას შევეხე საკითხს, რომელიც დღემდე მაფიქრებს. ვთქვი, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ჩემი, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩისა საქართველოში, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო გზის გახსნა საქართველოს მარცვლეულის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის, რათა ისინი გასულიყო ირანის 95-მილიონიან ბაზარზე, ასევე მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე. მჯეროდა, რომ ეს შესაძლებლობა მნიშვნელოვანი იქნებოდა ქართველი ფერმერებისთვის, ასევე მნიშვნელოვან ნაბიჯად ჩაითვლებოდა სასურსათო უსაფრთხოებისა და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. თუმცა ადმინისტრაციულმა სირთულეებმა, დოკუმენტაციის მოთხოვნებმა და გარკვეულმა მარეგულირებელმა ბარიერებმა არ მოგვცა საშუალება, რომ ეს მნიშვნელოვანი პოტენციალი იმ შედეგამდე მიგვეყვანა, რასაც ველოდით. დღეს, როდესაც საინფორმაციო საშუალებებით წავიკითხე, რომ გასულ წელს აღებული მარცვლეულის დაახლოებით 15% კვლავ საწყობებშია დარჩენილი და ახალი მოსავლის აღების დაწყებასთან ერთად თავისი ეკონომიკური და სასურსათო ღირებულების ნაწილს კარგავს, საკუთარ თავს ვკითხე: ნუთუ ეს მართლაც გარდაუვალი რეალობაა? როგორ შეიძლება, რომ რეგიონში, სადაც ხალხები საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ, ვაჭრობდნენ და მეზობლობდნენ, ჩვენი ქვეყნების მარცვლეული ათასობით კილომეტრის დაშორებით, ლათინური ამერიკიდან შემოდიოდეს, ხოლო ხორცი — ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან, მაშინ როდესაც რეგიონული ბაზრები ერთმანეთთან სულ მცირე მანძილით არიან დაშორებული? შესაძლოა, დადგა დრო, გულწრფელად დავსვათ კითხვა: რეგიონული ვაჭრობის ყველაზე დიდი დაბრკოლება ნამდვილად შესაძლებლობების ნაკლებობაა, თუ უფრო მეტად — რეგულაციების სირთულე და ეფექტიანი მექანიზმების არარსებობა? მე კვლავ მჯერა, რომ კავკასიისა და დასავლეთ აზიის მომავალი, პირველ რიგში, ეკონომიკურ თანამშრომლობაში, ბაზრების ურთიერთდაკავშირებასა და ურთიერთნდობაშია. თუ შევძლებთ ზედმეტი ბარიერების შემცირებას, ამით სარგებელს მიიღებენ არა მხოლოდ ქართველი ფერმერები, არამედ მწარმოებლები, მომხმარებლები და მთელი რეგიონის ეკონომიკები. იმედი მაქვს, ეს საკითხი გახდება კონსტრუქციული დიალოგის დასაწყისი ხელისუფლების წარმომადგენლებს, კერძო სექტორს, ექსპერტებსა და მოქალაქეებს შორის. შესაძლოა, ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ საქართველოსა და ირანისთვის არ იყოს მნიშვნელოვანი — ის შეიძლება იქცეს მთელი რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობის მომავლის მოდელად''-წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები