10 წლის ბიჭუნას მერეთიდან, რომელიც დედამ მიატოვა, მამა კი პატიმარი ჰყავს, ოცნება აუხდინეს
“მე მინდა გამოვიდე ექიმი და ქართველი ჯარისკაცების ექიმი ვიყო… ჩვენ ჯარისკაცებს ჩვენ უნდა ვუმკურნალოთ. მინდა ხალხს ვუთხრა, მოვიდნენ, გამიცნონ და მემეგობრონ, მერე რა რომ ღარიბი ვარ…” – ეს მცირე მონაკვეთია რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ვიდეოდან, რომელიც უამრავმა ადამიანმა ნახა. კონფლიქტის ზონაში მცხოვრები პატარა ზურას ამბავმა Palitravideo.ge-სა და “ფეისბუკზე” ვიდეოს ნახვის შემდეგ, უამრავ ადამიანს გაუჩინა მისი დახმარების სურვილი.
ათი წლის ზურა გაბოძე ბებიასთან და ორ ძმასთან ერთად, გორის რაიონში, სოფელ მერეთში მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. 10 წლის ბიჭს ერთი ოცნება უკვე აუხდა – თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალმა ბიჭუნას უმასპინძლა.
“ოცნება, რომ სამხედროების ექიმი ყოფილიყო გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმებმა აუხდინეს, ზურას საექიმო ხალათი მოარგეს და ჰოსპიტალი დაათვალიერებინეს. სტაციონალურ განყოფილებაში ზურა ჯარისკაცების მკურნალობის პროცესს დაესწრო და სარეაბილიტაციო განყოფილებაც მოინახულა. სამხედროების მომავალ ექიმს საახალწლო სურვილიც აუსრულდა და გორის ჰოსპიტალში ნაძვის ხესთან, მისთვის განკუთვნილი პლანშეტი აღმოაჩინა.
ambebi.ge
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საპატრიარქო: უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო – ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა,...
მამუკა მდინარაძე: დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. - ამის შესახებ საპარლამენტო...
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა...
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993...
მეუფე შიო მუჯირი – ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ
ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ,...
ჩეხურ-ქართული მეორე სამართლებრივი ფორუმი დასრულდა
სამართლებრივი ფორუმის მუშაობა იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა დასკვნით სიტყვაში შეაჯამეს. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩეხეთის გამოცდილების...