გია ვოლსკი – პარლამენტი თბილისში ბრუნდება, თუმცა საკანონმდებლო ორგანო ქუთაისს საკმაოდ მძლავრი ფესვებით ტოვებს
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განმარტებით, პარლამენტი თბილისში ბრუნდება, თუმცა საკანონმდებლო ორგანო ქუთაისს საკმაოდ მძლავრი ფესვებით ტოვებს.
გია ვოლსკი გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის განცხადებას, სადაც რატიანმა აღნიშნა, რომ ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის გადატანა ბერია-სტალინის არქიტექტურასა და წარსულში დაბრუნებას ნიშნავს.
ვოლსკის განმარტებით, ქუთაისის პარლამენტის შენობაში განთავსდება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სატრანსპორტო ცენტრი, რომელიც იმერეთის რეგიონს გააძლიერებს.
ამასთან, როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, სწორედ ეს გადაწყვეტილება უძღოდა წინ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში სრულად დაბრუნებას.
„ჩვენს საყვარელ ქალაქში ვიცხოვრეთ გარკვეული პერიოდი და ამ ქალაქს ვტოვებთ საკმაოდ მძლავრი ფესვებით. ეს არის სატრანსპორტო ცენტრი, იქნება განათლების ცენტრი და ამ შენობას გამოუჩნდება ღირსეული პატრონი, რომელიც არ მიატოვებს. მთავარია, ადგილზე გაცილებით უფრო ინტენსიურად და სწრაფად იმუშაონ სტრუქტურებმა. ბერიასა და სტალინთან მოხსენიება და იმ შენობასთან დაკავშირება არის ერთ-ერთი ფანდი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს, უკაცრავად, ახალი „ნაციონალური მოძრაობა“. სერგოს ეტყობა, არ უნახავს და არქივებში ჩაიხედეთ, უახლეს პერიოდში, კომკავშირული სულისკვეთება, აი, მაგ განცხადებებშია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის თქმით, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა არის წარსულისკენ გადადგმული ნაბიჯი. სერგო რატიანმა პარლამენტის თბილისში სრულად დაბრუნებას ბერია-სტალინის არქიტექტურაში დაბრუნება უწოდა.
საგაზაფხულო სესიიდან საქართველოს პარლამენტი საქმიანობას სრულად თბილისში განაგრძობს. ქუთაისის პარლამენტის შენობაში კი, საპოლიციო ჰაბი შეიქმნება.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონში არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვისას, არავის შეუტანია ცვლილება ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით
"ეს არის პრაქტიკულად ქართველი ხალხის გამარჯვება - აგონიაში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა უკვე დაიწყო კანონის კითხვა, თან გაუკუღმართებულად,” - განაცხადა გურამ...
ვეტოს პროცედურა კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია განხორციელდეს მოტივირებული შენიშვნების გარეშე – გივი მიქანაძე
საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის დასკვნისა და პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. მმართველი გუნდი მზად არის, ვეტოს დაძლევის პროცედურის დროს სამართლებრივი შენიშვნები განიხილოს...
ლევან ხაბეიშვილი: წლებია, მხოლოდ სიძულვილს, ბოროტებას და დაპირისპირებას თესავთ – სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით
“წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ...
მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი – ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა – რატი იონათამიშვილი
ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი...
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან
„ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირებულებებს ებრძვიან და შეიძლება საქილიკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ საქართველო იყოს კატალიზატორი და...
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...