ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

Read Time:19 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.

ეკა ბესელიამ აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ფიქრის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ამ გადაწყვეტილებით გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია, იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს“, – განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელია მეცხრე მოწვევის პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაახლოებით ორი წელი ხელმძღვანელობდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “სასწაულები ხდება” – 15 წლის ბიჭი, რომელმაც 1 წუთში 25 შეკითხვას უპასუხა და “წიგნების თარო”-ში აქამდე არსებული ყველა რეკორდი მოხსნა
Next post გია ვოლსკი – პარლამენტი თბილისში ბრუნდება, თუმცა საკანონმდებლო ორგანო ქუთაისს საკმაოდ მძლავრი ფესვებით ტოვებს