ცოტნე გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას საქმეზე საგამოძიებო ჯგუფს მთავარი პროკურორი უხელმძღვანელებს
მთავარ პროკურატურაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიასა და მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძის შეხვედრა შედგა. როგორც ცოტნე გამსახურდიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ზვიად გამსახურდიას საქმეზე საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნება და მას მთავარი პროკურორი უხელმძღვანელებს.
„ჩვენ დღეს გვქონდა მთავარ პროკურორთან საუბარი. მას გავაცანით საქმეში არსებული ვითარება. შემდეგ უკვე გადავედით ჩვენს მოთხოვნებზე, შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება უცხოელი გამომძიებლებითა და ექსპერტებით და ამ ჯგუფს სათავეში ჩაუდგეს ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი. მთავარმა პროკურორმა გაიზიარა ჩვენი მოსაზრებები როგორც საქმეში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ისე სამომავლოდ, მიიღო ჩვენი შეთავაზება ერთი კორექტირებით, – ჯგუფს ის თავად უხელმძღვანელებს. ჩემთვის საკმარისია ეს გარანტია, რომ მთავარი პროკურორი თავად იღებს პასუხისმგებლობას ამ საქმის ხელმძღვანელობაზე და დღეს ჩვენ ვწყვეტთ საპროტესტო აქციას. იმედი მაქვს ეს ყველაფერი არ გაგრძელდება ისე, როგორც გრძელდებოდა მისი წინამორბედების დროს“, – აცხადებს ცოტნე გამსახურდია.
გუშინ საქართველოს პარლამენტმა პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმეზე ხანდაზმულობის 25 წლიანი ვადა კიდევ 5 წლით, 2023 წლამდე გაახანგრძლივა.
საქმის ხანდაზმულობის ვადის გაგრძელების მოთხოვნით საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები მთავარ პროკურატურასთან პროტესტის ნიშნად შიმშილობდნენ.
ორი დღის წინ კონსტანტინე გამსახურდია სტენოკარდიული შეტევით ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა.
საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს, გამთენიისას, სამეგრელოს სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ვახტანგ გომელაური: გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება – პარლამენტის ბლოკირების ან დეპუტატებისთვის შენობაში შესვლის ხელის შესვლისთვის, 4 წლამდე პატიმრობის მუხლს გამონაკლისის გარეშე ავამოქმედებთ
გასულ წლებში, ჩამოყალიბებული იყო არაპროპორციულად ლოიალური პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლთან მიმართებით, რამაც, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, შესაბამისი დანაშაულის...
აქციის დროს დაკავებული ერთ-ერთი პირის აღიარებითი ჩვენება და 1200 ლარი დავალების შესრულებისთვის
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ჩვენება, საკანონმდებლო ორგანოსთან, 16 აპრილს განვითარებულ მოვლენებს აღწერს. პირი, რომელიც აქციას დეტალურად იხსენებს, სამართალდამცველებმა რამდენიმე...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებიათ რეზინის ტყვიები – ალექსანდრე დარახველიძე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებიათ რეზინის ტყვიები - ამის შესახებ, შინაგან საქმეთა...
რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილმა ევროსასამართლოდან საჩივარი გამოიტანა
უსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძის განცხადებით მსჯავრდადებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან საჩივარი გამოიტანა. მიმდინარე წლის 25...
აქციაზე, სავარაუდოდ, ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
თბილისში, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე საქართველოს პარლამენტის (მე-8 მოწვევის) ყოფილი წევრი ალექსი( ბუკა) პეტრიაშვილი დააკავეს. როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში...
„საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი…“ – შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი. აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე...