ორშაბათი, თებერვალი 16, 2026

ნიკა გვარამია: ქართველი სპორტსმენის სისტემასთან ბრძოლის არც ერთი მაგალითი არ მახსენდება – ავტორიტარიზმის სქემებში სპორტსმენები გადასარევად ჯდებიან ყველგან, საქართველო გამონაკლისი არაა

ეროვნული მოძრაობის წიაღში ვარ გაზრდილი და ქართველი სპორტსმენის სისტემასთან ბრძოლის მასიური კი არა, არც ერთი მაგალითი არ მახსენდება. (თუ ვინმე გამომრჩა, აქვე ბოდიშს ვიხდი)
კი წავიდა ყველაფერი წინ და კი გამოჩდნენ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ახალგაზრდები, სანიმუშო მოქალაქეობრივი და პატრიოტული პოზიციებით, მაგრამ განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა და მოსალოდნელიც არაა. – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებების” ლიდერი ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში წერს.

“ავტორიტარიზმის სქემებში სპორტსმენები გადასარევად ჯდებიან ყველგან, საქართველო არაა ამ მხრივ გამონაკლისი. ავტორიტარებიც, თავის მხრივ, გიჟდებიან სპორტის გაძლიერებაზე – პური და სანახაობა ავტორიტარიზმის ფუძემდებლური პრინციპია და ამ ორიდან პური გაცილებით რთული მისაღწევია (ნავთობის ავტორიტარიზმებს თუ არ ჩავთვლით), ვიდრე მეორე.

“სანახაობაში” კულტურის მოაზრება ბევრად სარისკო და საშიშია. კულტურა (მეტ-ნაკლებად ხარისხიანი) ბოლოს მაინც გაბედავს ხოლმე, შხამიან კბილს მაინც ჩაასობს ხოლმე რეჟიმს. ამიტომ ყველა ავტორიტარი სპორტს აწვება.

ჩინეთი ამის საუკეთესო მაგალითია: ტიანანმინის მოვლენების შემდეგ “პურის” ნაწილში ცხადია დიდი ტემპით განვითარება დაიწყეს, მაგრამ სპორტს ისე მიაწვნენ, მართლა დაეწიენ და გაასწრეს ამერიკის შეერთებულ შტატებს.
ბიბლია, მორწმუნე ხარ თუ არა, მაინც ყველაზე დიდი წიგნია. მარტო და მაინცდამაინც ქრისტიანულ-ნორმატივისტული ეგზეგეტიკით თუ არ შევხედავთ, ნუ იყოლიებ კერპსო, რომ გვეუბნება, იმედი გაგიცრუვდება ბოლოსო, ამას გვაფრთხილებს.” – წერს ნიკა გვარამია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გერმანიაში საპენსიო ასაკის 70-წლამდე გაზრდაზე იმსჯელებენ

გერმანიაში საპენსიო ასაკის 70-წლამდე გაზრდა სურთ, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ბილდი“ წერს.„ბილდის“ ცნობით, საპენსიო კომისია 23 თებერვალს გამართავს შეხვედრას, სადაც განიხილავენ გზებს, როგორ უნდა განახორციელონ რეფორმა. დისკუსია ასევე შეეხება ვადაზე ადრე პენსიაზე გასვლისთვის შენატანების ოდენობას და მუშაობის გაგრძელების წახალისების საკითხს.ამასთან, „ბილდის“ ინფორმაციით, კომისიის რეკომენდაცია შესაძლოა, გაზაფხულზე მზად იყოს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევაში ჩავიდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ჟენევაში ჩავიდა.ცნობილი ხდება, რომ ვიზიტის დროს კონსულტაციების რამდენიმე ეტაპი გაიმართება. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელს თან ახლავს დიპლომატიური დელეგაცია.ვიზიტის ფარგლებში არაღჩი შეხვდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს, თავის ომანელ კოლეგას და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს, ასევე შვეიცარიაში მყოფ სხვა საერთაშორისო ოფიციალურ პირებს.ასევე, მოსალოდნელია, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევაში სიტყვით გამოვა გაერო-ს განიარაღების კონფერენციაზე.ირან-აშშ-ს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი სამშაბათს, 17 თებერვალს ჟენევაში გაიმართება.

შალვა პაპუაშვილი – „კამიტი“ და „პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი“ სად გაქრა?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დღევანდელ ბრიფინგს, რომლის მიხედვით, „საია წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებს“.„კამიტი“ და „პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი“ სად გაქრა?“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

„იმ ქვეყანაში გაგიმარჯოს, ჩემო ძმაო“ – ზურა ბერიკაშვილი დღეს 57 წლის გახდებოდა

მსახიობი ზურა ბერიკაშვილი დღეს 57 წლის გახდებოდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი წერს და ზურას ფოტოს გვიზიარებს.ცნობისთვის, მსახიობი ზურა ბერიკაშვილი 2024 წელს, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.„იმ ქვეყანაში გაგიმარჯოს ჩემო ძმაო“„საოცარი და განუმეორებელი ზურიკო“ 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებს და საქართველოს პროკურატურას შესაბამისი კომუნიკაციით მიმართავს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საია ამ ეტაპზე სამართლებრივად იცავს შვიდ დაზარალებულს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებთ და აღნიშნულს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-ის მხრიდან საპროტესტო აქციებზე მათ წინააღმდეგ გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებს უკავშირებენ.„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დემონსტრაციების დაშლისას გამოიყენა სხვადასხვა სახის სპეციალური საშუალება.2025 წლის 1-ელ დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა დოკუმენტური ფილმი და სტატია, რომლებშიც გაჟღერდა ვარაუდი, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის დემონსტრაციების დაშლის დროს ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, გამოიყენა ქიმიური ნაერთი ბრომობენზილ ციანიდი („კამიტი“), რომელიც შერეული იყო წყლის ჭავლში. 2025 წლის პირველ დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), ასევე 319-ე მუხლით (უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება). 2025 წლის 6 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც სამსახურმა დაადასტურა წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევის ფაქტი, თუმცა, სამსახურის მიხედვით, აღნიშნული ქიმიური ნივთიერება იყო არა კამიტი, არამედ „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“. სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ბრომობენზილ ციანიდი“ იგივე „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია.ხაზგასმით მივუთითებთ, რომ საქართველოში ქიმიური გამაღიზიანებლების წყლის ჭავლში შერევის საკითხი მკაფიოდ არ რეგულირდება: „პოლიციის შესახებ“ კანონშიც და შსს-ს ინსტრუქციებშიც არ არსებობს ნორმები, რომლებიც დააწესებდნენ ასეთ პრაქტიკას, მაშინ, როცა 2015 წლის №1002 ბრძანების ძველი რედაქციის მიერ წყლის ჭავლის, რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროული გამოყენების პირდაპირი აკრძალვა ამოღებულია მოქმედ ტექსტიდან, დამატებითი კანონიერების სტანდარტების შემოღების გარეშე, რის შედეგადაც ქიმიური გამაღიზიანებლებით გაჯერებული წყლის ჭავლი არ შეიძლება ჩაითვალოს „კანონით განსაზღვრულ“ შეკრებების მართვის კანონიერ საშუალებად და ეწინააღმდეგება როგორც ეროვნულ, ისე კონვენციურ მოთხოვნებს, რომ ძალის გამოყენება იყოს კანონიერი, აუცილებელი და პროპორციული ჩარევა.2025 წლის დეკემბრამდე, საია-მ, წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევასა და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციაზე და აქციის მონაწილეთა ინტერვიუებზე დაყრდნობით, არაერთხელ ისაუბრა. დემონსტრანტთა ნაწილი, რომლებმაც წყლის ჭავლის ზემოქმედება განიცადა, მიუთითებდნენ  ჯანმრთელობის პრობლემებზე, კერძოდ, კანის დამწვრობაზე, მხედველობის გაუარესებაზე, სუნთქვის უკმარისობაზე, ნევროლოგიურ პრობლემებზე, ალერგიულ რეაქციაზე, სმენის გართულებაზე, სახსრების ტკივილზე, ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებულ პრობლემებზე და სხვა.  2025 წლის დეკემბრამდე, მიუხედავად მოწოდებებისა, სახელმწიფო არ ასაჯაროებდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ქიმიურ საშუალებებს იყენებდა იგი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში. 2025 წლის იანვარში საია-მ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ განცხადებით მიმართა შსს-ს და ჰკითხა მას, რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში განხორციელებული საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში, რა ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული წყლის ჭავლში და რა კონცენტრაციით. საია-ს შსს-სგან პასუხი არ მიუღია. 2025 წლის იანვარში საია-ს მიერ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შემადგენლობის შესახებ ინფორმაციას არც ჯანდაცვის სამინისტრო არ ფლობდა და აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან არ გამოუთხოვიათ, „საჭიროების არ არსებობის გამო“.  აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 10 დეკემბერს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა წერილით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს, სადაც აღნიშნა, რომ წყლის ჭავლში ქიმიური გამაღიზიანებლების შერევა მნიშვნელოვან კითხვებს წარმოშობს კანონიერების, აუცილებლობის და პროპორციულობის შესახებ და აღნიშნული საკითხი უნდა იყოს 2024 წლის ნომებერ-დეკემბერში საპოლიციო ძალის გამოყენების გამოძიების ნაწილი.კომისარი ასევე აღნიშნავს, რომ 2025 წლის იანვარში შინაგან საქმეთა მინისტრი მას არწმუნებდა, რომ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლში შერეული ქიმიური ნივთიერებები არ გამოუყენებიათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე წყლის ჭავლისა და ქიმიური ნივთიერებების გამოყენების საქმეზე ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების კონვენციურ სტანდარტს, რადგან ერთი და იგივე ორგანო პარალელურად იძიებს როგორც შესაძლო უფლებადარღვევას (სპეციალური საშუალებების გამოყენება), ისე თავადვე აყენებს ამ უფლებადარღვევის არსებობას ეჭვის ქვეშ. ასეთ კონფიგურაციაში გამოძიება ძირს უთხრის როგორც ინსტიტუციურ/იერარქიულ, ისე პრაქტიკულ დამოუკიდებლობას და მიზნად ისახავს, შექმნას „დაშინების ეფექტი“ ყველა იმ პირის მიმართ, ვინც საზოგადოებრივად მნიშვნელოვან უფლებადარღვევებზე საუბრობენ თუ სხვა სახით ადვოკატირებენ.„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ამ ეტაპზე სამართლებრივად იცავს შვიდ დაზარალებულს, რომლებმაც ორგანიზაციას სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემაზე მიაწოდეს ინფორმაცია და  თითოეულ მათგანს აღნიშნული პრობლემები დღემდე აწუხებთ. ისინი აღნიშნულს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-ის მხრიდან საპროტესტო აქციებზე მათ წინააღმდეგ გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებს უკავშირებენ.„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ მათი სახელით გენერალურ პროკურატურაში გაგზავნილი განცხადებით საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მოთხოვნილია: ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ; დაზარალებული პირების გამოკითხვა; წყლის ჭავლში ნივთიერებების შერევისა და მისი გამოყენების პრაქტიკის შესაბამისობის შეფასება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ დანაშაულებთან მიმართებით; პასუხისმგებელ პირთა გამოსავლენად აუცილებელი ყველა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება; იმ შვიდი პირის დაზარალებულად ცნობა, რომელთაც ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება მიადგათ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-ის მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ განაგრძობს ამ საკითხზე სამართლებრივ ადვოკატირებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე“, – აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.ამასთან, სოციალურ ქსელში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი: „კამიტი“ და „პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი“ სად გაქრა?“

ბოლო სიახლეები