შაბათი, აგვისტო 29, 2026

უცნობი ფაქტები-როგორ ცხოვრობს ახლა თურქი ვარსკვლავი ნესლიჰან ათაგული

გო­გო­ნა სტამ­ბო­ლი­დან

ნეს­ლი­ჰა­ნის მშობ­ლე­ბი სტამ­ბოლ­ში 80-იანი წლე­ბის ბო­ლოს საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ. მსა­ხი­ო­ბის დედა ბე­ლო­რუ­სი­ა­ში და­ი­ბა­და, მამა და მისი ყვე­ლა წი­ნა­პა­რი ჩერ­ქე­ზე­ბი არი­ან. თა­ვად ნეს­ლი­ჰა­ნი თურ­ქეთ­ში და­ი­ბა­და. ემიგ­რან­ტე­ბის ოჯა­ხი საკ­მა­ოდ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ცხოვ­რობ­და: მამა მძღო­ლად მუ­შა­ობ­და, დედა დი­ა­სახ­ლი­სი იყო და ვაჟს და ქა­ლიშ­ვილს ზრდი­დან. ნეს­ლი­ჰა­ნი რვა წლის იყო, რო­დე­საც მა­მას­თან ერ­თად ფილ­მს უყუ­რა, დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი მტკი­ცედ თქვა, რომ მსა­ხი­ო­ბი გახ­დე­ბო­და.

 

დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი

ნეს­ლი­ჰა­ნი გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ კი­ნო­ზე ოც­ნე­ბა არ მი­უ­ტო­ვე­ბია. 13 წლის ასაკ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ი­პო­ვა კას­ტინ­გის სა­ა­გენ­ტოს მი­სა­მარ­თი და ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი. გა­სა­უბ­რე­ბა­ზე დე­დას­თან ერ­თად მი­ვი­და, რო­მე­ლიც წი­ნა­აღ­მდე­გი იყო შვი­ლის მსა­ხი­ო­ბო­ბის. უნ­დო­და, გო­გო­ნას ოჯა­ხი შე­ექ­მნა და ქმარ-შვილ­თან ერ­თად მშვი­დად ეცხოვ­რა.

 

ნეს­ლი­ჰა­ნი სა­ა­გენ­ტომ მი­ი­ღო და მალე დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი რეკ­ლა­მებ­ში გა­და­ი­ღეს. ამას მოჰ­ყვა პა­ტა­რა რო­ლე­ბი სე­რი­ა­ლებ­ში. 15 წლის ასაკ­ში კი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა მო­ვი­და – რო­დე­საც სე­რი­ალ­ში “ფოთ­ლე­ბის და­ცე­მა” გა­და­ი­ღეს. მშობ­ლე­ბი მიხ­ვდნენ: მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია მათი ქა­ლიშ­ვი­ლის მო­წო­დე­ბა იყო. ის ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო და გარ­და ამი­სა, კარგ ფულს შო­უ­ლობ­და, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და, მა­გა­ლი­თად, ძმის­თვის მას­წავ­ლებ­ლე­ბის ფული გა­და­ე­ხა­და.

ეკ­რა­ნის სიყ­ვა­რუ­ლი ნამ­დვილ სიყ­ვა­რუ­ლად იქცა

სე­რი­ა­ლის “სტამ­ბუ­ლის ორი სა­ხის” გა­და­ღე­ბის დროს გო­გო­ნა ქა­დირ დო­გუ­ლუს შეხ­ვდა. გრძნო­ბე­ბი ორ­მხრი­ვი აღ­მოჩ­ნდა. ახალ­გაზ­რდებს ბევ­რი რამ ჰქონ­დათ სა­ერ­თო: ქა­დი­რი ასე­ვე ღა­რიბ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და, მო­ზარ­დო­ბი­სას მუ­შა­ობ­და წყლის დამ­ტა­რებ­ლად და მისი ოც­ნე­ბა ბარ­მე­ნო­ბა იყო. მაგ­რამ ერთ დღეს ახალ­გაზ­რდა სე­რი­ალ­ში “პა­ტა­რა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი” მი­იწ­ვი­ეს. ასე და­ი­წყო მისი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა. 2016 წელს შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა იქორ­წი­ნეს. გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში სუნ­თქვა­შეკ­რუ­ლი უყუ­რებ­დნენ ქორ­წი­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

მათ ისევ აქ­ტი­უ­რად იღებ­დნენ სე­რი­ა­ლებ­ში. გა­რე­დან მათი ცხოვ­რე­ბა უღ­რუბ­ლო და ბედ­ნი­ე­რი ჩან­და. სე­რი­ალ­მა “შავი სიყ­ვა­რუ­ლი” ნეს­ლი­ჰან ათა­გუ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით უზარ­მა­ზა­რი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა. მას­ზე ბევ­რს ჭო­რა­ობ­დნენ, მაგ­რამ ათა­გუ­ლი ქმრის ერ­თგუ­ლი რჩე­ბო­და.

ეჭვი ღა­ლატ­ზე

სე­რი­ალ­ში “შავი სიყ­ვა­რუ­ლი” მისი პარტნი­ო­რი ბუ­რაკ ოზჩი­ვი­ტი იყო, სიმ­პა­თი­უ­რი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­ზეც მი­ლი­ო­ნო­ბით ქალი ოც­ნე­ბობ­და. მე­დია წერ­და, რომ თით­ქოს ისი­ნი კოც­ნის დროს გა­მო­ი­ჭი­რეს, ასე­ვე რეს­ტო­რან­ში ვახ­შმო­ბი­სას…

ქა­დი­რი გიჟ­დე­ბო­და ეჭ­ვი­ა­ნო­ბის­გან. ცდი­ლობ­და ნეს­ლი­ჰა­ნის­თვის ოზჩი­ვიტ­თან გა­და­ღე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა აეკ­რძა­ლა. ამ­ბობ­დნენ, რომ ნეს­ლი­ჰან­მა და ბუ­რაკ ოზჩი­ვიტ­მა ცალ-ცალ­კე ითა­მა­შეს რამ­დე­ნი­მე რო­მან­ტი­უ­ლი სცე­ნა, შემ­დეგ კი ეს კად­რე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნეს.

ყვე­ლა­ფე­რი 2021 წელს შე­იც­ვა­ლა. ქა­დი­რი “სიყ­ვა­რუ­ლის სა­ი­დუმ­ლო­ში” გა­და­ი­ღეს და მა­ლე­ვე გავ­რცელ­და ჭორი, რომ მსა­ხი­ობს თა­ვი­სი პარტნი­ო­რი სერა არი­თურ­ქი შე­უყ­ვარ­და. წყვილს გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ხში­რად ამ­ჩნევ­დნენ და ისი­ნი ძა­ლი­ან ჰგავ­დნენ საყ­ვარ­ლებს.

 

ნეს­ლი­ჰა­ნი, თა­ვის მხრივ, სულ უფრო მე­ტად ჩნდე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მარ­ტო, ქმრის გა­რე­შე და სევ­დი­ა­ნად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.

რა­ღაც მო­მენ­ტში ყვე­ლა­ფე­რი იქამ­დე მი­ვი­და, რომ ქა­დირს მომ­ხდარ­ზე სა­ჯა­რო კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია. მსა­ხი­ობ­მა თქვა, რომ არა­ვი­თა­რი რო­მა­ნი არ აქვს და ცოლი დღემ­დე ძა­ლი­ან უყ­ვარს. მა­შინ ყვე­ლამ არ და­ი­ჯე­რა ამ სი­ტყვე­ბის, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ქორ­წი­ნე­ბა გა­და­არ­ჩი­ნეს.

მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა

მალე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სე­რი­ა­ლის “ელ­ჩის ქა­ლიშ­ვი­ლი” გა­და­ღე­ბე­ბის დროს ნეს­ლი­ჰა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. გა­ირ­კვა, რომ ახალ­გაზ­რდა ქალს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნაწ­ლა­ვის სინ­დრო­მის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. და­ა­ვა­დე­ბა სა­ჭი­რო­ებ­და წო­ლით რე­ჟიმს და მკაცრ დი­ე­ტას. რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ ნეს­ლი­ჰან­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის გამო სე­რი­ალს ტო­ვებ­და. თუმ­ცა, მა­ყუ­რებ­ლე­ბის ნა­წილ­მა მისი ვერ­სია არ და­ი­ჯე­რა. მათი აზ­რით, მსა­ხი­ობ­მა და­ა­ვა­დე­ბა გა­ა­ყალ­ბა, რათა თა­ვი­დან აე­ცი­ლე­ბი­ნა ჯა­რი­მე­ბი სა­მუ­შა­ოს შე­ფერ­ხე­ბის­თვის და არ სურ­და გა­და­ღე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, რად­გან სე­რი­ალს და­ბა­ლი რე­ი­ტინ­გი ჰქონ­და.

ამის შემ­დეგ ათა­გუ­ლი მთე­ლი წელი აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს და­ა­ვი­წყდათ. სტრე­სი­სა და უჭ­მე­ლო­ბის ფონ­ზე ის სა­ბო­ლო­ოდ 45 კი­ლოგ­რამს იწო­ნი­და.

ოჯა­ხუ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა

სა­ბედ­ნი­ე­როდ მკურ­ნა­ლო­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და მსა­ხი­ო­ბი თან­და­თან და­უბ­რუნ­და პრო­ფე­სი­ას. ნეს­ლი­ჰა­ნი და ქა­დი­რი ბევ­რს მოგ­ზა­უ­რო­ბენ. 2024 წლის ზა­ფხულ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 32 წლის ნეს­ლი­ჰან ათა­გუ­ლი დე­დო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

წყარო:ambebi.ge

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შიო მესამე – დღეს ვიხსენებთ ილია მეორეს, რომლის გარეშეც პირველი ღვთისმშობლობაა, ჩვენ გვენატრება მისი ლოცვა, სიტყვები, მასთან ერთად ყოფნა, ღვთისმშობელი შეეწიოს მის სულს და...

დღეს ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რომლის გარეშეც პირველი ღვთისმშობლობაა, – ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.მისი თქმით, მრევლს ენატრება ილია მეორის ლოცვა, სიტყვები.„გილოცავთ ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს. დღეს ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქ ილია მეორეს, რომლის გარეშეც პირველი ღვთისმშობლობაა. ჩვენ ვიკრიბებით, ვლოცულობთ, გვენატრება მისი ლოცვაც, მისი მსახურებაც, მისი სიტყვებიც, მასთან ერთად ყოფნა. ვევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, შეეწიოს მის სულს და აცხონოს. გილოცავთ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. დედაღვთისმშობელი იყოს თქვენი მფარველი, თქვენი ოჯახების მფარველი. ღვთისმშობლის ლოცვით და მეოხებით ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ“, – განაცხადა შიო მესამემ.

ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ სლემის გამარჯვებულია

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ეგიდით პირველად მიმდინარეობს  გრანდ სლემის ტურნირი.შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა, ეთერ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა და ტურნირის ჩემპიონი გახდა.მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში ფრანგი სარა-ლეონ სისიქი იპონით დაამარცხა.

მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი – ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს:„27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს ასევე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნეპალში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა

ნეპალში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ნეპალის პოლიციაში ადასტურებენ.მათივე ცნობით, სულ მცირე, 41 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ასეულობით ადამიანის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.ნეპალისა და ჩინეთის საზღვართან მასშტაბურმა წყალდიდობამ ნეპალში სახლები, გზები, ხიდები და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა დააზიანა.ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მზადაა.

მიხეილ ყაველაშვილი – ვულოცავ ყველა სტუდენტს, ახალგაზრდული ენერგია და ხმა, თქვენგან წამოსული ახალი იდეები და ინიციატივები სწრაფად ცვალებად მსოფლიოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს

ვულოცავ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ყველა სტუდენტს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, ახალგაზრდული ენერგია და ხმა, მათგან წამოსული ახალი იდეები და ინიციატივები სწრაფად ცვალებად მსოფლიოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.„თქვენს ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება – ცოდნის გაღრმავების, პროფესიული განვითარების, საკუთარი პოტენციალის რეალიზებისა და ჰორიზონტზე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის.განათლებული, თავისუფლად მოაზროვნე და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდობა ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია. მჯერა, მიღებული ცოდნითა და გაწეული შრომით თითოეული თქვენგანი საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წარმატებაში.ახალგაზრდული ენერგია და ხმა, თქვენგან წამოსული ახალი იდეები და ინიციატივები სწრაფად ცვალებად მსოფლიოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.გისურვებთ საინტერესო სტუდენტურ წლებს, დასახული მიზნების მიღწევასა და ნათელ მომავალს“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

ბოლო სიახლეები