სამშაბათი, ივლისი 21, 2026

უცნობი ფაქტები-როგორ ცხოვრობს ახლა თურქი ვარსკვლავი ნესლიჰან ათაგული

გო­გო­ნა სტამ­ბო­ლი­დან

ნეს­ლი­ჰა­ნის მშობ­ლე­ბი სტამ­ბოლ­ში 80-იანი წლე­ბის ბო­ლოს საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ. მსა­ხი­ო­ბის დედა ბე­ლო­რუ­სი­ა­ში და­ი­ბა­და, მამა და მისი ყვე­ლა წი­ნა­პა­რი ჩერ­ქე­ზე­ბი არი­ან. თა­ვად ნეს­ლი­ჰა­ნი თურ­ქეთ­ში და­ი­ბა­და. ემიგ­რან­ტე­ბის ოჯა­ხი საკ­მა­ოდ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ცხოვ­რობ­და: მამა მძღო­ლად მუ­შა­ობ­და, დედა დი­ა­სახ­ლი­სი იყო და ვაჟს და ქა­ლიშ­ვილს ზრდი­დან. ნეს­ლი­ჰა­ნი რვა წლის იყო, რო­დე­საც მა­მას­თან ერ­თად ფილ­მს უყუ­რა, დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი მტკი­ცედ თქვა, რომ მსა­ხი­ო­ბი გახ­დე­ბო­და.

 

დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი

ნეს­ლი­ჰა­ნი გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ კი­ნო­ზე ოც­ნე­ბა არ მი­უ­ტო­ვე­ბია. 13 წლის ასაკ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ი­პო­ვა კას­ტინ­გის სა­ა­გენ­ტოს მი­სა­მარ­თი და ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი. გა­სა­უბ­რე­ბა­ზე დე­დას­თან ერ­თად მი­ვი­და, რო­მე­ლიც წი­ნა­აღ­მდე­გი იყო შვი­ლის მსა­ხი­ო­ბო­ბის. უნ­დო­და, გო­გო­ნას ოჯა­ხი შე­ექ­მნა და ქმარ-შვილ­თან ერ­თად მშვი­დად ეცხოვ­რა.

 

ნეს­ლი­ჰა­ნი სა­ა­გენ­ტომ მი­ი­ღო და მალე დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი რეკ­ლა­მებ­ში გა­და­ი­ღეს. ამას მოჰ­ყვა პა­ტა­რა რო­ლე­ბი სე­რი­ა­ლებ­ში. 15 წლის ასაკ­ში კი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა მო­ვი­და – რო­დე­საც სე­რი­ალ­ში “ფოთ­ლე­ბის და­ცე­მა” გა­და­ი­ღეს. მშობ­ლე­ბი მიხ­ვდნენ: მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია მათი ქა­ლიშ­ვი­ლის მო­წო­დე­ბა იყო. ის ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო და გარ­და ამი­სა, კარგ ფულს შო­უ­ლობ­და, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და, მა­გა­ლი­თად, ძმის­თვის მას­წავ­ლებ­ლე­ბის ფული გა­და­ე­ხა­და.

ეკ­რა­ნის სიყ­ვა­რუ­ლი ნამ­დვილ სიყ­ვა­რუ­ლად იქცა

სე­რი­ა­ლის “სტამ­ბუ­ლის ორი სა­ხის” გა­და­ღე­ბის დროს გო­გო­ნა ქა­დირ დო­გუ­ლუს შეხ­ვდა. გრძნო­ბე­ბი ორ­მხრი­ვი აღ­მოჩ­ნდა. ახალ­გაზ­რდებს ბევ­რი რამ ჰქონ­დათ სა­ერ­თო: ქა­დი­რი ასე­ვე ღა­რიბ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და, მო­ზარ­დო­ბი­სას მუ­შა­ობ­და წყლის დამ­ტა­რებ­ლად და მისი ოც­ნე­ბა ბარ­მე­ნო­ბა იყო. მაგ­რამ ერთ დღეს ახალ­გაზ­რდა სე­რი­ალ­ში “პა­ტა­რა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი” მი­იწ­ვი­ეს. ასე და­ი­წყო მისი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა. 2016 წელს შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა იქორ­წი­ნეს. გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში სუნ­თქვა­შეკ­რუ­ლი უყუ­რებ­დნენ ქორ­წი­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

მათ ისევ აქ­ტი­უ­რად იღებ­დნენ სე­რი­ა­ლებ­ში. გა­რე­დან მათი ცხოვ­რე­ბა უღ­რუბ­ლო და ბედ­ნი­ე­რი ჩან­და. სე­რი­ალ­მა “შავი სიყ­ვა­რუ­ლი” ნეს­ლი­ჰან ათა­გუ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით უზარ­მა­ზა­რი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა. მას­ზე ბევ­რს ჭო­რა­ობ­დნენ, მაგ­რამ ათა­გუ­ლი ქმრის ერ­თგუ­ლი რჩე­ბო­და.

ეჭვი ღა­ლატ­ზე

სე­რი­ალ­ში “შავი სიყ­ვა­რუ­ლი” მისი პარტნი­ო­რი ბუ­რაკ ოზჩი­ვი­ტი იყო, სიმ­პა­თი­უ­რი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­ზეც მი­ლი­ო­ნო­ბით ქალი ოც­ნე­ბობ­და. მე­დია წერ­და, რომ თით­ქოს ისი­ნი კოც­ნის დროს გა­მო­ი­ჭი­რეს, ასე­ვე რეს­ტო­რან­ში ვახ­შმო­ბი­სას…

ქა­დი­რი გიჟ­დე­ბო­და ეჭ­ვი­ა­ნო­ბის­გან. ცდი­ლობ­და ნეს­ლი­ჰა­ნის­თვის ოზჩი­ვიტ­თან გა­და­ღე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა აეკ­რძა­ლა. ამ­ბობ­დნენ, რომ ნეს­ლი­ჰან­მა და ბუ­რაკ ოზჩი­ვიტ­მა ცალ-ცალ­კე ითა­მა­შეს რამ­დე­ნი­მე რო­მან­ტი­უ­ლი სცე­ნა, შემ­დეგ კი ეს კად­რე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნეს.

ყვე­ლა­ფე­რი 2021 წელს შე­იც­ვა­ლა. ქა­დი­რი “სიყ­ვა­რუ­ლის სა­ი­დუმ­ლო­ში” გა­და­ი­ღეს და მა­ლე­ვე გავ­რცელ­და ჭორი, რომ მსა­ხი­ობს თა­ვი­სი პარტნი­ო­რი სერა არი­თურ­ქი შე­უყ­ვარ­და. წყვილს გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ხში­რად ამ­ჩნევ­დნენ და ისი­ნი ძა­ლი­ან ჰგავ­დნენ საყ­ვარ­ლებს.

 

ნეს­ლი­ჰა­ნი, თა­ვის მხრივ, სულ უფრო მე­ტად ჩნდე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მარ­ტო, ქმრის გა­რე­შე და სევ­დი­ა­ნად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.

რა­ღაც მო­მენ­ტში ყვე­ლა­ფე­რი იქამ­დე მი­ვი­და, რომ ქა­დირს მომ­ხდარ­ზე სა­ჯა­რო კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია. მსა­ხი­ობ­მა თქვა, რომ არა­ვი­თა­რი რო­მა­ნი არ აქვს და ცოლი დღემ­დე ძა­ლი­ან უყ­ვარს. მა­შინ ყვე­ლამ არ და­ი­ჯე­რა ამ სი­ტყვე­ბის, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ქორ­წი­ნე­ბა გა­და­არ­ჩი­ნეს.

მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა

მალე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სე­რი­ა­ლის “ელ­ჩის ქა­ლიშ­ვი­ლი” გა­და­ღე­ბე­ბის დროს ნეს­ლი­ჰა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. გა­ირ­კვა, რომ ახალ­გაზ­რდა ქალს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნაწ­ლა­ვის სინ­დრო­მის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. და­ა­ვა­დე­ბა სა­ჭი­რო­ებ­და წო­ლით რე­ჟიმს და მკაცრ დი­ე­ტას. რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ ნეს­ლი­ჰან­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის გამო სე­რი­ალს ტო­ვებ­და. თუმ­ცა, მა­ყუ­რებ­ლე­ბის ნა­წილ­მა მისი ვერ­სია არ და­ი­ჯე­რა. მათი აზ­რით, მსა­ხი­ობ­მა და­ა­ვა­დე­ბა გა­ა­ყალ­ბა, რათა თა­ვი­დან აე­ცი­ლე­ბი­ნა ჯა­რი­მე­ბი სა­მუ­შა­ოს შე­ფერ­ხე­ბის­თვის და არ სურ­და გა­და­ღე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, რად­გან სე­რი­ალს და­ბა­ლი რე­ი­ტინ­გი ჰქონ­და.

ამის შემ­დეგ ათა­გუ­ლი მთე­ლი წელი აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს და­ა­ვი­წყდათ. სტრე­სი­სა და უჭ­მე­ლო­ბის ფონ­ზე ის სა­ბო­ლო­ოდ 45 კი­ლოგ­რამს იწო­ნი­და.

ოჯა­ხუ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა

სა­ბედ­ნი­ე­როდ მკურ­ნა­ლო­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და მსა­ხი­ო­ბი თან­და­თან და­უბ­რუნ­და პრო­ფე­სი­ას. ნეს­ლი­ჰა­ნი და ქა­დი­რი ბევ­რს მოგ­ზა­უ­რო­ბენ. 2024 წლის ზა­ფხულ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 32 წლის ნეს­ლი­ჰან ათა­გუ­ლი დე­დო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

წყარო:ambebi.ge

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლეჩხუმში 3000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღურაშის ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა და უცხოელმა მკვლევრებმა ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ბრინჯაოს ხანის უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს.ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, ლითონის დნობის საქმიანობასთან დაკავშირებული კომპლექსი, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის ლაბორატორიის მიერ ძვ.წ. XIII-IX საუკუნეებით არის დათარიღებული, თავისი მასშტაბით ყველაზე დიდია კოლხეთში აქამდე ცნობილ მსგავს სახელოსნოებს შორის და სრულყოფილად ასახავს ლითონის დნობის რთულ პროცესს.„აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში ლეჩხუმი მთიანი კოლხეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეტალურგიული ცენტრი იყო და კავკასიის სპილენძის ლითონწარმოებაში წამყვან როლს ასრულებდა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.კულტურის სამინისტროს ცნობით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღურაშის ექსპედიცია საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით და არქეოლოგიის დოქტორის, ნანა რეზესიძის ხელმძღვანელობით ხორციელდება.„სპილენძის უძველესი სახელოსნოების კვლევას ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო სულავა უძღვება. ქართველ სპეციალისტებთან ერთად, სამუშაოებში მონაწილეობდნენ უცხოელი მკვლევრები დიდი ბრიტანეთიდან, ისრაელიდან და იტალიიდან.გამოვლენილი ბრინჯაოს ხანის უნიკალური არტეფაქტები საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძემ, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მიწვეულმა სტუმრებმა ადგილზე დაათვალიერეს“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

დონალდ ტრამპი – ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავს, ძალიან ძვირი დაუჯდება

ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავს, მათ ეს მკვლელობა ძალიან ძვირი დაუჯდებათ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.„ეს დირექტივა გადაეცა ომის მდივან პიტ ჰეგსეთს, გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე დენიელ კეინს და ყველა სამხედრო ლიდერს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.ასევე, ტრამპის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ის ტერიტორიაზე ყოფნისას დაკავება არანაირად არ მოხდება.„ის ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ იბრძვის, რომელმაც ცოტა ხნის წინ 52000 უდანაშაულო დემონსტრანტი მოკლა და უკანასკნელი 47 წელი ამერიკელი ჯარისკაცებისა და სხვების მკვლელობაში გაატარა“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

პაატა ბურჭულაძე – 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე, რომ არა პროვოკაცია, ძალიან მშვიდობიანად ჩაივლიდა ყველაფერი

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე, რომ არა პროვოკაცია, ძალიან მშვიდობიანად ჩაივლიდა ყველაფერი, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა, პაატა ბურჭულაძემ სააპელაციო სასამართლოში სხდომაზე განაცხადა.„პაატა მანჯგალაძე არ ყოფილა არანაირი ორგანიზატორი. მე ვარ ბედნიერი, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ“, – აღნიშნა სხდომაზე ბურჭულაძემ.შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ცნობილია ის ექვსი ქვეყანა რომელიც 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლებს

 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. ახალი გათამაშებისთვის დროის ათვლა უკვე დაწყებულია – მომდევნო მუნდიალის მატჩებს სამი კონტინენტის ექვსი ქვეყანა უმასპინძლებს.მასპინძელი ქვეყნები2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო, რადგან სამ ქვეყანაში ჩატარდა, ხოლო 2030 წელს ტურნირის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება. ესპანეთისა და პორტუგალიის ერთობლივი განაცხადი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე 2024 წლის 11 დეკემბერს, ფიფა-ს რიგგარეშე კონგრესზე დამტკიცდა. მესამე ძირითადი მასპინძელი კი მაროკოა.გარდა ამისა, 1930 წელს ურუგვაიში გამართული პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ასწლოვან იუბილესთან დაკავშირებით, ფიფა-ს სურდა, პატივი მიეგო ამ ქვეყნისთვის და იქ ერთ-ერთი გახსნითი მატჩი ჩატარდება. უშუალოდ სამხრეთ ამერიკის პატივსაცემად, კიდევ ორი მატჩი გაიმართება არგენტინაში (1930 წლის ვიცე-ჩემპიონი) და პარაგვაიში, სადაც სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის (CONMEBOL) შტაბბინა მდებარეობს.მუნდიალის ჩატარების თარიღი2030 წელს ტურნირი 8 ივნისიდან 21 ივლისამდე გაიმართება. ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება.გახსნითი მატჩი 8 ივნისს, მონტევიდეოს (ურუგვაი) ლეგენდარულ „სენტენარიოს“ სტადიონზე შედგება. მომდევნო ორი მატჩი ბუენოს აირესის (არგენტინა) „ელ მონუმენტალსა“ და ასუნსიონში (პარაგვაი) ჩატარდება. ამის შემდეგ, ტურნირის დარჩენილი ნაწილი ევროპასა და აფრიკაში გადაინაცვლებს.დიდი ალბათობით, ტურნირის გადამწყვეტ მატჩს „ბერნაბეუ“ უმასპინძლებს.სტადიონები და მასპინძელი ქალაქებიესპანეთი მატჩებს 9 ქალაქის 11 სტადიონზე მიიღებებს: მადრიდი („ბერნაბეუ“ და „მეტროპოლიტანო“), ბარსელონა („კამპ ნოუ“ და „RCDE სტადიონი“), სევილია („ლა კარტუხა“), ბილბაო („სან მამესი“), სან სებასტიანი („ანოეტა“), სარაგოსა („ნუევა რომარედა“), ლას პალმასი („ესტადიო დე გრან კანარია“) – შესაძლებელია მატჩები ასევე ჩატარდეს ვალენსიასა („ნუევო მესტალია“) და ვიგოში („ბალაიდოსი“).მაროკოში მატჩები ექვს ქალაქში გაიმართება, თითოეულში თითო სტადიონზე: კასაბლანკა („ჰასან მეორის გრანდ სტადიონი“), ტანჟერი („იბნ ბატუტას სტადიონი“), რაბათი („პრინც მოულაი აბდელას სტადიონი“), ფესი („ფესის სტადიონი“), აგადირი („ადრარის სტადიონი“) და მარაკეში („მარაკეშის გრანდ სტადიონი“).ხოლო პორტუგალიაში მატჩებს ორი ქალაქი უმასპინძლებს: ლისაბონი („ჟოზე ალვალადე“ და „და ლუჟი“), პორტუ („დუ დრაგაუ“).ფორმატიამ ეტაპზე დაგეგმილია, რომ ტურნირში 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და 104 მატჩი ჩატარდება, როგორც ეს 2026 წლის ტურნირზე მოხდა, თუმცა ფიფა-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს თქმით, შესაძლებელია მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდოს და მუნდიალზე 64-მა ნაკრებმა ითამაშოს.თუ ეს ციფრი დამტკიცდა, ფორმატი შეიცვლება და, სავარაუდოდ, ოთხგუნდიანი 16 ჯგუფი შედგება, საიდანაც 1/16 ფინალში თითოეული ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა.

Nasdaq Calypso-სა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ისტორიული პარტნიორობის დაწყების ფარგლებში, ხუთი წამყვანი ქართული კომერციული ბანკი სახაზინო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციას მოახდენს

საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ეგიდით Nasdaq Calypso - საზიარო პლატფორმა დაინერგება, რომელიც უზრუნველყოფს საბანკო სექტორის შემდგომი ზრდის ხელშესაწყობად საჭირო საიმედო, საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურას.ქვეყნის ხუთი წამყვანი კომერციული ბანკი - „საქართველოს ბანკი", „თიბისი ბანკი", „ლიბერთი ბანკი", „ტერაბანკი" და „ბაზისბანკი" დანერგავს Nasdaq Calypso სისტემას საერთო ინფრასტრუქტურის ფარგლებში, რომელიც ფარავს ვაჭრობის სრულ ციკლს. აღნიშნული ინიციატივა, რომელიც „საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის" (GMAP) ფარგლებში ხორციელდება და, რომელსაც კოორდინაციას უწევს „საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია" (GFMTA), წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარების გზაზე.პროექტის მონაწილე ხუთი კომერციული ბანკი წარმოადგენს საქართველოს კომერციული საბანკო სექტორის აქტივების უდიდეს ნაწილს. მათი გადასვლა საერთო, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს, როგორც თანამედროვე და კარგად მართული ფინანსური ბაზრის, ჩამოყალიბების გზაზე.აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს კომერციული საბანკო სექტორი ხასიათდებოდა ორნიშნა ზრდით, სადაც საერთო აქტივები უახლოვდება 38 მილიარდ აშშ დოლარს - რაც ქვეყნის ფინანსური სისტემის მასშტაბსა და დინამიურობაზე მეტყველებს. სექტორის ზრდასთან ერთად, გაიზარდა მოთხოვნა უფრო კომპლექსურ სახაზინო ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც შეუძლია ფასიანი ქაღალდებისა და დერივატივების ბაზრების მხარდაჭერა, კორპორატიული დონის რისკების მართვა და სულ უფრო მკაცრი მარეგულირებელი სტანდარტების დაკმაყოფილება. ამავდროულად, მსგავსი ინფრასტრუქტურის ცალკეული ინსტიტუციის დონეზე დანერგვისა და მხარდაჭერისთვის საჭირო ინვესტიცია მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ნებისმიერი ცალკეული ბანკისთვის. საერთო, კოორდინირებული მიდგომა, რომელიც სექტორის მასშტაბით, რესურსებისა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს, ამ მიზნის მასშტაბურად მიღწევის ყველაზე ეფექტიან გზას წარმოადგენს.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს სახაზინო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სტრატეგიული პრიორიტეტი და ქვეყნის ფინანსური სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, საერთო პლატფორმა უზრუნველყოფს საბანკო სექტორის შემდგომი ზრდის ხელშესაწყობად საჭირო საიმედო, საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურას.„საქართველოს ხუთი წამყვანი კომერციული ბანკის ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე გადაყვანით, ჩვენ ხელს ვუწყობთ რისკის მართვის, მარეგულირებელი ზედამხედველობისა და ოპერაციული მდგრადობის სტანდარტის ამაღლებას მთელ სექტორში. ეს ინიციატივა ასახავს ჩვენს მისწრაფებას, შევქმნათ ისეთი ძლიერი და გამჭვირვალე ფინანსური ბაზარი, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებს და მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას", - აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.Nasdaq-ის კაპიტალის ბაზრების ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელის მაგნუს ჰაგლინდის თქმით, საქართველო არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია საერთო ინფრასტრუქტურის მოდელს რეალური ღირებულების შექმნა. „როგორც ცალკეული ინსტიტუციებისთვის, ისე მთლიანად ფინანსური სისტემისთვის. Nasdaq-ის მასშტაბური მოდერნიზაციის პროგრამების მართვის გამოცდილებაზე დაყრდნობით, კომპანიები იღებენ წვდომას ღრმა ინსტიტუციურ ცოდნაზე და განვითარების შესაძლებლობაზე ისე, რომ არ უწევთ სრული ხარჯების, რისკებისა თუ ოპერაციული სირთულეების დამოუკიდებლად აღება. GMAP წარმოადგენს ზუსტად ისეთ სტრუქტურირებულ, ქვეყნის დონის ჩარჩო-პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს ამ მასშტაბის ტრანსფორმაციის წარმატებას. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ ინიციატივაში და დავეხმაროთ საქართველოს საბანკო სექტორს ისეთი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაში, რომელიც მას ესაჭიროება ზრდის შემდეგი ეტაპისთვის“, - აღნიშნა მაგნუს ჰაგლინდმა.„საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის" აღმასრულებელი მდივანის ლაშა ჯუღელის თქმით, საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამა" (GMAP) საქართველოს საბანკო სექტორში მრავალწლიანი მიზანმიმართული კოორდინაციის შედეგია და გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს ასოციაციისა და მასში წარმოდგენილი ფინანსური ინსტიტუტებისთვის.„Nasdaq-ის გლობალური გამოცდილების დახმარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ინსტიტუციური მხარდაჭერით არსებული საზიარო ინფრასტრუქტურის, ასევე „იაპონია - EBRD თანამშრომლობის ფონდის" მეშვეობით გამოყოფილი პროექტის მართვის დაფინანსების წყალობით, ჩვენი წევრი ბანკები ახდენენ არა მხოლოდ საკუთარი საოპერაციო და ფინანსური ოპერაციების მოდერნიზაციას, არამედ, ამასთანავე, ერთობლივად ზრდიან სახაზინო მართვის სტანდარტს მთელ სექტორში. სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ცენტრალური როლი შევასრულეთ ამ ინიციატივის განხორციელებაში და მოუთმენლად ველით იმ რეალურ სარგებელს, რომელსაც ეს პროექტი მოუტანს ჩვენს წევრებსა და მთლიანად ადგილობრივ ფინანსურ ბაზრებს, - განაცხადა ლაშა ჯუღელმა.

ბოლო სიახლეები