კვირა, თებერვალი 15, 2026

ალექსანდრე რაქვიაშვილი: გააზრებულად თუ გაუაზრებლად, პრეზიდენტი ოპოზიციაში ტროას ცხენის ფუნქციას ასრულებს – არ მესმის, ასე ბრმად როგორ მიჰყვება ამდენი ოპოზიციონერი

„არ ვიცი, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, პრეზიდენტი ოპოზიციაში ტროას ცხენის ფუნქციას ასრულებს. უბრალოდ, ამ მთელ კონფიგურაციას ააფეთქებს, რომელიც თვითონვე შექმნა, მათ შორის ტექნიკური მთავრობით, აპოლიტიკური პრემიერ-მინისტრით და ასე შემდეგ. არ მესმის, სალომე ზურაბიშვილს ასე ბრმად როგორ მიჰყვება ამდენი ოპოზიციონერი. – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

” მით უმეტეს, ჩემგან განსხვავებით, ყველას გალანძღული ჰყავს და რუსეთის აგენტი აქვს დაძახებული. თვითონაც ხვდებიან, რომ ეს ქარტია ჩიხია და არავინ ამის აღსრულებას არ აპირებს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ღია პოზიციის დაფიქსირებას და ქარტიიდან გამოსვლასაც ვერ ბედავენ. უცნაური ვითარებაა, როცა ოპოზიცია თავის თავს აზიანებს და მხარს უჭერს პრეზიდენტს, რომელიც მარტო დესტრუქციულ როლს თამაშობს მთელ პროცესში. შეიძლება, ეს ყველაფერი ვიწროპარტიულად მაწყობდეს, მაგრამ არც ისე კარგია, თუ ოპოზიცია ძალიან დამარცხდება, საბოლოო ჯამში, მეც დავმარცხდები. მეც არ მაწყობს ასეთი ზიანი, რომელიც ახლა ოპოზიციას ადგება.

ჩვენ ხომ არ ვიცით ზუსტად ევროკავშირის ელჩის პოზიცია, შეიძლება იქ ნებისმიერი ფრაზა ყოფილიყო. ქარტია ეხება ევროინტეგრაციას და შეიძლება, ევროკავშირის ელჩს მოეწონა კიდეც რაღაც რეფორმები, რაც წერია. რატომ უნდა ყოფილიყო, მაგალითად, წინააღმდეგი ნაფიცმსაჯულების გაფართოების? ვინაიდან არ ვიცით, რა ნაწილში და როგორი შეფასება გააკეთა, ევროკავშირის ელჩის შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს რომ თავისივე ინიციატივის მნიშვნელობის გაზრდა უნდა, ესეც გასაგებია. არა მარტო ელჩზე თქვა, არამედ თქვა, რომ ევროპაში სხვა ლიდერებიც უჭერენ მხარსო, მაგრამ არ გვესმის, რაში გამოიხატება ეს მხარდაჭერა, რადგან  ქარტიას ვინც მოაწერა ხელი, ისინიც კი ვერ თანხმდებიან დოკუმენტის შინაარსზე“. – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

შეგახსენებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 19 ოქტომბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მისი ქარტიისა და “ქართული ქარტიით” გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს, 15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს.მირქმა - ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ: ერთი წლის კრავს, ხოლო სიღარიბის შემთხვევაში, წყვილ გვრიტს ან მტრედის ხუნდს.წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი, რომელსაც იგი, ანგელოზის სიტყვისამებრ, სამნახევარ საუკუნეზე მეტხანს ელოდა. ებრაულიდან ბერძნულად წმინდა წერილის თარგმნის დროს მას სურდა "ქალწულმა მუცლად იღო" სიტყვა ქალით შეეცვალა. ანგელოზმა მას შესწორება აუკრძალა და უთხრა, რომ ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს იხილავდა.წმინდა სვიმონი იესოს კრძალვით მიეგება, თავის მკლავზე მიირქვა, მიიწვინა და განაცხადა: „აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა. მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი“. ამ ფაქტის შემდეგ წმინდა სვიმონი მალე აღესრულა.მირქმა VI საუკუნემდე გამორჩეულად არ აღინიშნებოდა. 528 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს, ანტიოქიას თავს საშინელი მიწისძვრა დაატყდა, რომელმაც მრავალი ადამიანი იმსხვერპლა; სტიქიას შავი ჭირის ეპიდემიაც დაერთო, ყოველდღე რამდენიმე ათასი ადამიანი იხოცებოდა. ამ განსაცდელის დროს ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ეუწყა, რომ მირქმის დღესასწაული უფრო საზეიმოდ აღენიშნათ. როცა ამ დღეს ღამისთევის ლოცვები და ლიტანიობა აღასრულეს – ბიზანტიაში უბედურება შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, 544 წელს, ეკლესიამ განაჩინა, რომ მირქმა (მიგებება)იესო ქრისტესი უფრო საზეიმოდ აღენიშნათ.

ირანის ელჩის პასუხი, პროფესორ გიორგი სანიკიძე: ისტორიის მიზანი განდიდება ან გამართლება კი არა, გააზრებაა-ისტორია არ არის მსჯავრი, ის პასუხისმგებლობის გაკვეთილია

''პროფესორ გიორგი სანიკიძესისტორიული თარიღების გახსენება, იქნება ეს მტკივნეული თუ სასიხარულო, არც ვინმეს განდიდებას ემსახურება და არც გამართლებას; მისი მიზანი გააზრებაა. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს იმ პოლიტიკაზე, ომებსა და გადაწყვეტილებებზე, რომელთა ეპოქაშიც თავად არ გვიცხოვრია; თუმცა სრულად ვაგებთ პასუხს იმაზე, თუ დღეს როგორ ვეპყრობით ამ ისტორიულ გამოცდილებას. ისტორიოგრაფიის ამოცანა არ გახლავთ მორალური მსჯავრის გამოტანა, არამედ მის ამოცანას ადამიანური გამოცდილების დოკუმენტურად აღდგენა წარმოადგენს: როგორ შეძლეს საზოგადოებებმა იძულებითი გადაადგილებების, პოლიტიკური ძალადობისა და გეოპოლიტიკური ძალების დაპირისპირების პირობებში საკუთარი ენის, კოლექტიური მეხსიერების, ტრადიციებისა და სოციალური სიცოცხლის შენარჩუნება. ისტორიკოსი, რომელიც ურთიერთ თანაცხოვრებისა და კულტურული გაცვლა-გამოცვლის სირთულეთა გააზრების ნაცვლად მხოლოდ პოლიტიკური მსჯავრის გამოტანით შემოიფარგლება, ისტორიას იდეოლოგიურ იარაღად აქცევს. ძალაუფლება — იქნება ეს XVII საუკუნეში თუ XXI-ში — იშვიათად ზრუნავს ადამიანის ბედზე; ამიტომ სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული, დიალოგის, კვლევისა და დოკუმენტირებული თხრობის მეშვეობით, თავიდან ავიცილოთ წარსული ტრავმების გამეორება, გავაძლიეროთ სოციალური გამძლეობა, იმედი და თანაცხოვრების შესაძლებლობა. ისტორია სხვის შესარცხვენად კი არ არსებობს, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ თვითონ გავხდეთ უფრო პასუხისმგებლიანები''-ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი სოციალურ მედიაში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკი – აშშ-სგან გვაქვს წინადადება 15-წლიან გარანტიებთან დაკავშირებით, ჩვენ გვინდა 20 და მეტი წელი

აშშ-მა უკრაინას 15-წლიანი უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზა, თუმცა კიევი უფრო ხანგრძლივ ვადას ითხოვს, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ზელენსკიმ თქვა, რომ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრისას აშშ-თან შესაძლო შეთანხმება განიხილა.„ჩვენ ძალიან გვინდა უსაფრთხოების გარანტიების ვადის გაზრდა, რათა ისინი ინვესტორებისთვის უფრო ეფექტიანი იყოს. ახლახან გვქონდა შეხვედრა ინვესტორებთან, ბიზნესთან, და მათთვის საჭიროა გარანტიები, რომლებიც ხუთ, ათ წელზე მეტხანს იმოქმედებს და ასე შემდეგ. დღეს ამერიკული მხარისგან გვაქვს წინადადება 15-წლიან გარანტიებთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა 20 წელი და მეტი: 30, 50. რას დათანხმდება აშშ-ს ადმინისტრაცია და კონგრესი, ამას ვნახავთ“, –  განაცხადა ზელენსკიმ.უკრაინა ამტკიცებს, რომ ომის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი შეთანხმების შემთხვევაში მან უნდა მიიღოს აშშ-სა და სხვა დასავლელი მოკავშირეებისგან სანდო უსაფრთხოების გარანტიები, რათა რუსეთის მხრიდან ხელახალი შეჭრა შეუძლებელი გახდეს.მანამდე ზელენსკი აცხადებდა, რომ აშშ-თან უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმება „100 პროცენტით მზადაა“, თუმცა ამ კვირაში აღიარა, რომ მისი ზოგიერთი პუნქტი კვლავ შეუთანხმებელია.გამოცემა „პოლიტიკოს“ წყაროების ცნობით, აშშ არ აპირებს ამ შეთანხმების ხელმოწერას, ვიდრე უკრაინა რუსეთთან ომის დასრულების პირობებზე შეთანხმებას არ მიაღწევს.

გაშვილებული ბავშვების მამების 80 პროცენტმა არ იცოდა, რომ შვილები ჰყავდათ – თამუნა მუსერიძე

გაშვილებული ბავშვების მამების 80 პროცენტმა არ იცოდა, რომ შვილები ჰყავდათ - ამბობს ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე პოდკასტში „მამების დრო“.ის იხსენებს ერთ კონკრეტულ შემთხვევას. „ძმებმა გაშვილებული და იპოვეს, მოჰკიდეს ხელი ამ უფროს დას და ჩაუყვანეს კახეთში მამას. მწვადებს წვავდა ეს კაცი, უყვებიან შვილები დის პოვნის ამბავს, მიკროინფაქტი დაემართა ამ კაცს. და შემდეგ ჰკითხა ქალს, არც შვილი მყავდა, არც ცოლი მყავდა მაშინ, გეთქვა იქნებ მომყავდი ცოლადო. მაგრამ ქალებს იმდენად დიდი უნდობლობა ჰქონდათ კაცების მიმართ და ეგონათ, რომ ცოლად არ მოიყვანდნენ, არც მოიყვანდნენ ალბათ, მაგრამ ჩემი აზრით მაინც უნდა ეთქვათ, რომ აი შენგან ორსულად ვარ, რომ შემდეგ ერთად რამე გადაწყვეტილება მიეღოთ“ - ამბობს თამუნა მუსერიძე.

მარიამ ჭანტურია ევროპის ღია პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია

ლიუბლიანაში ევროპის ღია პირველობა მიმდინარეობს. ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მარიამ ჭანტურიამ (-78 კგ).ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მან ბელგიელი ვიკი ვერხერი დაამარცხა. მანამდე მან ესპანელ, მონღოლ ძიუდოისტებს სძლია, თუმცა, ნახევარფინალი ფრანგ ემა ფეილეტ-ნგუიმგოსთან დათმო.

ბოლო სიახლეები