სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტი იზრდება
2019 წლიდან სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი იზრდება. გასულ წელთან შედარებით 7 690 000 ლარით გაიზარდება და 35 890 000 ლარს მიაღწევს. ამის შესახებ 1tv.ge წერს.
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის უფროსის ნუცი ოდიშარიას განმარტებით, პროგრამის ბიუჯეტის ზრდა მიზნად ისახავს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესისა და ინსტიტუციონალიზაციის პრევენციის ხელშეწყობას, შშმ ბავშვებისა და შშმ პირებისათვის განკუთვნილი მომსახურეობების მხარდაჭერასა და გაძლიერებას, ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული, ალტერნატიული სერვისების განვითარებას.
როგორც ცნობილი გახდა, გაზრდილი ბიუჯეტი სხვადასხვა მომსახურებაში ჩართულ 3700-მდე ბენეფიციარს შეეხება. განსაკუთრებულად გაიზარდა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის ბიუჯეტი:
სათემო მომსახურების და მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციართა, მათ შორის ბავშვების, დღიური თანხა 20 ლარამდე გაიზრდება, ხოლო შშმ ბავშვების მცირე საოჯახო ტიპის სახლების და დამოუკიდებელი ცხოვრების მომსახურების ფარგლებში ბენეფიციართა დღიური თანხა 30 ლარამდე, მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსება ნათესაური შშმ პირებისთვის თვეში 300-დან 375 ლარამდე გაიზრდება, რეგულარული შშმ ბავშვებისთვის თვეში არსებული 600-დან 900 ლარამდე.
ოდიშარიას განცხადებით, ასევე დაგეგმილია შშმ ბავშვების და შშმ პირების დღის ცენტრების დაფინანსების ზრდაც.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საპატრიარქო: უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო – ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა,...
მამუკა მდინარაძე: დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. - ამის შესახებ საპარლამენტო...
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა...
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993...
მეუფე შიო მუჯირი – ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ
ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ,...
ჩეხურ-ქართული მეორე სამართლებრივი ფორუმი დასრულდა
სამართლებრივი ფორუმის მუშაობა იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა დასკვნით სიტყვაში შეაჯამეს. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩეხეთის გამოცდილების...