ბიძინა ივანიშვილი: პარტიას ჩემთვის არანაირი ფასეულობა არ აქვს, გარდა ხალხზე ზრუნვისა
პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას “ერთი გადახვევის უფლებაც კი არ აქვს”. მისი თქმით, ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ “პრობლემებს ერთად ვებრძვით და დაქირავებული ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს, რომ ხალხს ყოფა შეუმსუბუქდეს”. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა “იმედი LIVE”-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ეს პროცესი მუდმივი იქნება და ამაში საზოგადოებას არწმუნებს.
“მე ავიღე პასუხისმგებლობა და ვთქვი ერთი წელიწადი. ერთი წლის განმავლობაში მე გაჩვენებთ და არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპასაც, თუ როგორი დემოკრატია შეიძლება აშენდეს საქართველოში.
მე იმის პრეტენზია და ამბიციაც მაქვს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, არა მარტო ქართული საზოგადოება და საქართველოს მოსახლეობა დავარწმუნო, რომ ეს იქნება ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება, მათზე მზრუნველიც. პარტიას სხვა არავითარი ფასეულობა ჩემთვის არ აქვს. პარტია იქმნება იმისთვის, რომ იზრუნოს ხალხზე”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ეკა სეფაშვილი: გამჭვირვალობის შესახებ კანონს პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით მიიღებს – ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ხვალ, 14 მაისს, პარლამენტი იმოქმედებს მოსახლეობის...
გიორგი ზერეკიძე რადიკალებზე: ვფიქრობ, ჩემი დუმილი დანაშაულია. ვატყობ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, მივიდეთ არჩევნებამდე. მათი მიზანი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაა
ვფიქრობ, ჩემი დუმილი დანაშაულია. ვატყობ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, მივიდეთ არჩევნებამდე. მათი მიზანი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაა, - გადაცემაში „იმედი...
იაგო ხვიჩია: გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ
გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია...
მამუკა მდინარაძე: სლოგანებით გადაწყვეტილების მიღება არის დამღუპველი, ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს
მათი [ოპოზიციის] თქმით, შარშან მივდიოდით მოსკოვისკენ და ასე მოსკოვისკენ სიარულით აღმოვჩნდით ევროპაში, კანდიდატის სტატუსით, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“...
დაჩი ცაგურია რადიკალებზე: სტრატეგიული ობიექტები მათ რუსეთს გადასცეს. ვინც მოუტანა ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, თურმე ახლა იმათ წინააღმდეგ ღამე უნდა გაათენონ
ვინც მოუტანა ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, თურმე ახლა იმათ წინააღმდეგ ღამე უნდა გაათენოს იმან, ვინც ყველაფერი რუსეთს...
სოზარ სუბარი: პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ კანონპროექტს ის ვეტოს დაადებს – სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი იქცა უბრალო სათამაშო იარაღად, „გლობალური ომის პარტიის“ ხელში
მიზანი არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გამოიყენონ სახელმწიფო გადატრიალებისთვის და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისთვის. ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი არის იარაღი...