ბიძინა ივანიშვილი: ჭარბვალიანობის პრობლემაზე გაზაფხულიდან ვლაპარაკობთ, ის არჩევნებს არ უკავშირდება
პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით მან ჯერ კიდევ მაისში ილაპარაკა და მაშინდელ პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მისცა შენიშვნა საჯაროდ. აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ეს ინიციატივა წინასაარჩევნო დაპირებად არ უნდა ჩაითვალოს. ამის შესახებ მან გადაცემა “იმედი LIVE”-თან ინტერვიუში განაცხადა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, ამ პრობლემის მოგვარება იმის კარგი მაგალითია, რომ “თუ ცდილობ, შეიძლება გამოვიდეს კიდეც”.
“და დღეს მთავრობა, რომელიც ახალი სახით არსებობს, საზოგადოებას ვარწმუნებ, რომ ასეთვე მოწოდებულები იქნებიან მუნიციპალიტეტებში მერები და საკრებულოები, რომ მაქსიმალური გააკეთონ და შეეცადონ ხალხს ყოფა შეუმსუბუქონ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში. მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება, შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - პარლამენტმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მესამე...
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ცდილობს საზოგადოების მოტყუებას, ქუჩაში გამოყვანას და თავისი რევოლუციური სცენარის განხორციელებას – დავით მათიკაშვილი
„ეს პროცესი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, მათი მეგობარი „ენჯეოების“, საზღვარგარეთიდან მათი დამხმარე და ლობისტი პირების მიერ ფაქტების ნიველირების, უგულებელყოფის, ცრუ და...
მოგვიწოდებთ, არ მიიღოთ ეს კანონი, რადგან არაფერს მოგვიტანს სასიკეთოს – ალექსანდრე მოწერელია
„დღეს კიდევ არის შანსი, რომ არ მიიღოთ ეს კანონი. მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს, არ მიიღოთ ეს კანონი! კანონი, რომელიც არის...
აქციის თითოეულმა წევრმა, უნდა გაიაზროს ეს რეალობა – უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე, რადგან ეს მართლაც საუკუნის აფერაა და ვინ დგას ამ კამპანიის უკან და მათთან ერთად აქციაზე – ნაცმოძრაობა, მისი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დავალებების მიმცემები – მამუკა მდინარაძე
აქციის თითოეულმა წევრმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უნდა გაიაზრონ ეს რეალობა - უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე, რადგან ეს მართლაც საუკუნის აფერაა და ვინ...
რამდენი ათასი მოქალაქე უნდა გამოვიდეს ქუჩაში რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღოთ?! – პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“
„ყველა გრძნობთ ალბათ იმ პასუხისმგებლობას და იმ გადაწყვეტილების მნიშვნელობას,რომლის ჩადენასაც აპირებთ “გამჭვირვალობის” სახელით. პირდაპირ გეუბნებით, ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს ინტერესების...
დიმიტრი ხუნდაძე: დღეს გამჭვირვალობის შესახებ ქართულ კანონს პარლამენტი მიიღებს და ძალიან მალე ქართული საზოგადოება თავად იხილავს, რამდენი რამ იყო მისთვის დამალული
„წელიწადზე მეტია, რაც გამჭვირვალობის შესახებ ქართულ კანონზე ორომტრიალია ატეხილი. ამ კანონს ხან რუსულობა დააბრალეს, ხან მის ავტორებს - მოღალატეობა. ეს...