უსუფაშვილი „დროებითი პრეზიდენტის“ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ინიციატივით გამოდის
“შენების მოძრაობის” ლიდერი და ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი „დროებითი პრეზიდენტის“ არჩევის და პროპორციული სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან სააგენტო “ინტერპრესნიუს” განუცხადა.
დავით უსუფაშვილის თქმით, როგორც თუნდაც სასტიკად დამარცხებული, მაგრამ სახელმწიფოს გასაძღოლად ქართველი ხალხისთვის საკუთარი თავის შემთავაზებელი პოლიტიკოსი, ის თავს ვალდებულად თვლის, რომ “ბოლო წამამდე ეძებოს პოლიტიკური გამოსავლის ფორმულა და არ ჩაჰბარდეს რომელიმე არასწორ მხარეს”.
“ასეთი ფორმულა ჯერ კიდევ მოიძებნება, თუკი მხარეები უმძიმესი საარჩევნო პროცესის ფინიშის სწორზე მაინც წამით შეჩერდებიან და გაიხსენებენ, რომ მომხდურ გარეშე მტერთან კი არა, ქვეყნის ბედ-იღბალზე ზიარი პასუხისმგებლობის მქონე ოპონენტთან აქვთ საქმე.
ასეთ შემთხვევაში, მმართველი პარტიის ლიდერი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და საპრეზიდენტო კანდიდატები შეძლებდნენ ისეთი შეთანხმების მიღწევას, რომელიც ქვეყანას გაამაგრებდა, საზოგადოებას დაამშვიდებდა და პოლიტიკურ პროცესს აღმშენებლობით კალაპოტში გადაიყვანდა – პროპორციული არჩევნები, დროებითი პრეზიდენტი, მიუკერძოებელი სახელმწიფო ორგანოები:
1. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის მიუხედავად, 2019 წლის ოქტომბერში ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით;
2. ვინც არ უნდა იქნეს პრეზიდენტად არჩეული, მისი მთავარი ამოცანა იქნება 2019 წლის ოქტომბერში ვადამდელი პროპორციული საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად და თავისუფლად ჩატარება, რის შემდეგაც იგი გადადგება;
3. კონფრონტაციული არჩევნების საბოლოო შედეგისადმი საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად სახელისუფლებო ქვედანაყოფები დაუყოვნებლივ გადავლენ არჩევნების თავისუფლების უზრუნველყოფის რეჟიმზე, რაზეც პრემიერ-მინისტრი აიღებს პერსონალურ პასუხისმგებლობას”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.
დავით უსუფაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმათა 2.26% მიიღო.
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: რა პარლამენტის შენობაში არიან უმრავლესობის დეპუტატები, ხომ უნდა მოგაფიქრდეს?! – უჩა აბაშიძის მორალის ხალხია ოპოზიცია
საიდან გაიგეს არ ვიცი, უბრალოდ, რამდენიმეს ჯაგრისი და პიჟამები დარჩენია, დაბრუნდებიან მალე და ყველა იქ იქნება. არანორმალურები არიან, საოცრებაა, წარმოუდგენელი...
ნიკა გვარამია: “ჩვენი გეგმაა, დეპუტატები ვერ შეიკრიბონ და ვერ მიიღონ ის კანონი, რომელსაც იღებენ – გამოვა არ გამოვა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი”
პარტია "ახალი"-ს ლიდერი ნიკა გვარამია პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა ადა აცხადებს, რომ მათი გეგმაა, საპარლამენტო უმრავლესობას არ მისცენ ხვალ შეკრების...
მამუკა მდინარაძე ბუაძის განცხადებაზე: უბრალოდ რამდენიმე დეპუტატს კბილის ჯაგრისი და პიჟამები დარჩენია, დაბრუნდებიან ახლა მალე და ყველა პარლამენტში იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა საბა ბუაძის განცხადებას, რომელიც ამტკიცებს, რომ დეპუტატები უკვე პარლამენტის შენობაში არიან. ამ თემაზე კომენტარი...
რატი ბრეგაძე: პროფესორი გაიფიცოს, ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტს ფულს უხდის, კატეგორიულად მიუღებელია
ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. „პროფესორი გაიფიცოს და ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად...
პატრიარქის მიმართვა მრევლს: ყოველდღე თქვით ეს სადიდებელი და შეავედრეთ უფალს ჩვენი ქვეყანა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიმართვა მრევლს. პატრიარქი მიმართავს მრევლს „შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა...
შალვა პაპუაშვილი: ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში, ვხედავთ, როდესაც რაღაცის დამკვიდრება ხდება სხვაგან, შემდეგ ის საქართველოშიც ინაცვლებს – ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ, ეს საკითხი მოვაწესრიგოთ
„ჩვენი დაკვირვებაა, რომ ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო და უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში, ცვლის ტრადიციულ ურთიერთობას, ქცევის წესებს, გარკვეულწილად ცვლის...