ძალიან დიდი უბედურება დატრიალდა, ტრაგედია – კახა კალაძე
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ზემო ფონიჭალაში იმყოფებოდა.
მან ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ძალიან დიდი უბედურება დატრიალდა.
“ძალიან დიდი უბედურება დატრიალდა, ტრაგედია. გარდაცვლილია ორი ადამიანი, დედა და პატარა შვილი”, – თქვა კალაძემ.
ცნობისთვის, მაშველებმა ადგილზე სამუშაოები დაასრულეს. შვიდ საათიანი ძებნის შემდეგ დედა-შვილი ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს.
შეგახსენებთ, თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს, 15 ნოემბერს მოხდა. საცხოვრებელ კორპუსში, მესამე სართულზე მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა, რამაც გამოიწვია აფეთქება. მესამე სართულიდან სამშენებლო ფილა ჩამოვარდა მეორე სართულზე. მესამე სართულზე იმყოფებოდა ოჯახი – დედა-შვილი, ასევე, მამა, რომლებიც ამ ფილასთან ერთად ჩამოვარდნენ მეორე სართულზე. ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში.
სულ საავადმყოფოში გადაყვანილია 4 მოქალაქე, რომელთა სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
დეპუტატი სავალან მირზოევი: საქართველოს ნამდვილი სუვერენიტეტისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, მოვითმენთ, ავიტანთ, სანქციებსაც, მუქარებსაც
„ქართული ოცნების” დეპუტატი, სავალან მირზოევი სოციალურ ქსელში აშშ-ს მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს ეხმიანება და წერს: „საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობისთვის, ნამდვილი სუვერენიტეტისთვის...
ჯიმ ო’ბრაიენი: სანქციებზე ენტონი ბლინკენის გუშინდელი განცხადების საფუძველზე სიას არ გამოვაქვეყნებთ, ამის გაკეთების საშუალებას კანონიერი უფლებამოსილება არ გვაძლევს
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი აცხადებს, რომ ქართველი მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სამოგზაურო შეზღუდვების...
სოფო ჯაფარიძე: ბრძოლა იქნება, ვიდრე საქართველოში რუსეთს ერთხელ და სამუდამოდ არ დავასრულებთ
ბრძოლა იქნება, ვიდრე საქართველოში რუსეთს ერთხელ და სამუდამოდ არ დავასრულებთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა,...
მიხეილ სააკაშვილი: იმ “9 წლის” მონაპოვარი დაჩქარებული წესით წარსულს ბარდება
მთავრობამ პრაქტიკულად დამოუკიდებელი უნივერსიტეტების დახურვა დააანონსა, ასევე რუსთავის ავტომობილების ყიდვა-გაყიდვისა და მომსახურების ცენტრს შეგნებულად ახრჩობენ, - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს...
ბრეგაძე: ცდილობდნენ დაერწმუნებინათ საზოგადოება თითქოს სააკაშვილს ვწამლავდით – შეიძლება ზოგიერთს შერცხვა კიდეც, რომ ასე გულუბრყვილოდ გაება შავი ფულით ნაყიდ მახეში
საბოლოოდ სიმართლემ რთულ ბრძოლაში გაიმარჯვა და სტრასბურგის, უკვე მესამე, გადაწყვეტილების შემდეგ შავით თეთრზე დადასტურდა, რომ სააკაშვილი, არც სინდისის პატიმარი, არც...
შოთა ხაბარელი: ჩვენო შვილებო, ხედავთ რამხელა ამბავი ატყდა ლომჯარიამ და გიგაურმა დეკლარაცია რომ არ შეავსონ?!
ისე უხარიათ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების დასანქცირება სხვა ქვეყნიდან, რომ საერთოდ ვეღარ ხვდებიან, როგორ მოხდა მათი, როგორც აგენტების სრული, აბსოლუტური ლუსტრაცია....