გიგი უგულავა და მიხეილ სააკაშვილი შერიგდნენ. ვიდეო
ფინეთის დედაქალაქში ნაციონალური მოძრაობიდან “განდგომილი” ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს გრიგოლ ვაშაძესთან ერთად შეხვდა. საუბარის თემა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და სამომავლო გეგმები იყო.
კადრებში, რომელიც გავრცელდა, ჩანს რომ ე.წ. ყოფილ თანაგუნდელებს ერთმანეთთან ურთიერთობის პრობლემა არ აქვთ.
“მე გიგის მადლობა ვუთხარი მართლა ძალიან მაგარი პოზიციის გამოხატვისთვის, ეხლა რაც გააკეთა გიგიმ და სხვა ლიდერებმა…ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო ვიდრე ეს ორი პარტია, ბევრად უფრო ფართო ვიდრე ჩვენი ურთიერთობებია”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი 2”-თან.
ოფიციალურად ეს სააკაშვილი-უგულავას შორის გამართული პირველი შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც 1 წლის წინ ნაციონალურ მოძრაობას რამდენიმე ადამიანი გამოეყო და ახალი პარტია “ევროპული საქართველო” ჩამოაყალიბა.
2017 წლის დეკემბერში გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ ყოფილი თანაგუნდელი მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა და “ჯართი” უწოდა. როგორც მაშინ უგულავამ თქვა, სააკაშვილი “საკუთარი თავის პრობლემაა” და არა ქვეყნის.
“ჩვენ პოლიტიკოსები ყველანი ვართ მანქანებივით, რომლებიც გემსახურებით თქვენ, როცა ის მანქანა დაკარგავს თავის ფუნქციას, მაგრამ კიდევ გიყვარს, შეიძლება ის დააყენო, და მოუარო, როგორც ანტიკვარს და შემდეგ ოჯახის წევრები შაბათ-კვირას გაასეირნო, მაგრამ თუ ეს ანტიკვარად არ იქცა და თუ ეს მანქანა ისევ გაწუხებს, მაშინ სხვა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო, მაშინ ეს მანქანა შეიძლება მოისროლო ჯართში”, – თქვა მაშინ გიგი უგულავამ ყოფილ თანაპარტიელზე, მიხეილ სააკაშვილზე.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში “ევროპულ საქართველოს” საკუთარი კანდიდატი დავით ბაქრაძე ჰყავდა, თუმცა მან ხმების მხოლოდ 10.97% მიიღო. მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, ევროპული საქართველოს ლიდერებმა განაცხადეს, რომ მეორე ტურში მხარს ნაციონალების საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერდნენ.
imedinews.ge
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...
ანრი ოხანაშვილი: რადიკალები კიდევ ერთხელ იტყუებიან, თითქოს ფიზიკურ პირებს უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტად დარეგისტრირება ევალებათ – კანონი ამას არც ითვალისწინებდა და არც ახლა ითვალისწინებს! არა დეზინფორმაციას!
ოჯახის სიწმინდის დღის და ხალხის ამ ბუნებრივი ძალის გადაფარვა ვერ შეძლეს რადიკალმა ოპოზიციონერებმა და გამჭვირვალობის კანონზე მორიგი სპეკულაცია წამოიწყეს, თითქოს...
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი – მიხეილ სარჯველაძე
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი. ის უნდა ყოფილიყო ზეპარტიული, არ უნდა ყოფილიყო მიკერძოებული რომელიმე მხარის...
კახა კალაძე: მოგვიწოდებდნენ სააკაშვილი გამოუშვითო, სანქციებს მიუერთდითო – მაშინ რომ ჩვენ არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, დღეს ქვეყანაში გვექნებოდა უბედურება და ჯოჯოხეთი
"წარმოგიდგენიათ, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტის უმრავლესობის წევრები იღებენ თავის ქვეყანაში კანონს და ვიღაც სხვა ქვეყნიდან გვიშლის, რატომ იღებთ...
ირაკლი კობახიძე: აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს ვთავაზობ, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო
ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი...
ხატია დეკანოიძე: სპეცრაზმთან შეგონებით ლაპარაკს აზრი არ აქვს, არ შეიძლება მათთან კეკლუცობა და გულების წერა ფარებზე
ნუ დავეხმარებით პროპაგანდას, რომ სოცქსელები ნიღბიანების ყვავილებიანი ფარების სურათებით გადაავსოს,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. „დარბევის...