”ქალი, რომელმაც საფრანგეთის მოქალაქეობა დათმო და “კაცი” რომელსაც რუსული პასპორტი ვერ გააგდებინეს ხელიდან”
”აქეთ არის ქალი, რომელმაც საფრანგეთის მოქალაქეობა დათმო, იქით არის “კაცი” რომელსაც ომის შემდეგაც კი, რუსული პასპორტი ვერ გააგდებინეს ხელიდან”, – ამ პოსტს საკრებულოს წევრი ვახტანგ შაქარიშვილი სოციალური ქსელის გვერდზე წერს და განმარტავს, თუ რატომ უჭერს ის მხარს სალომე ზურაბიშვილს.
“ჟურნალისტები ასე კითხულობენ ხოლმე, რატომ სალომე ზურაბიშვილიო და როგორც მისი მხარდამჭერი მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო.
არჩევანი ძალიან მარტივია!
აქეთ არის ევროპა, იქით არის რუსეთი.
აქეთ არის ქალი, რომელმაც საფრანგეთის მოქალაქეობა დათმო, იქით არის “კაცი” რომელსაც ომის შემდეგაც კი, რუსული პასპორტი ვერ გააგდებინეს ხელიდან.
აქეთ არის ფრანგული დიპლომატიური სკოლა, იქით არის კგბ – ს სკოლა.
დაახლოებით ერთ პერიოდში სალომე ზურაბიშვილი რუსეთისგან დევნილი, ემიგრაციაში იზრდებოდა, ვაშაძე კი რუსეთში ალხიმოვის (საბჭოთა ბანკების გაერთიანების უფროსი) სიძეობაში ვაჟკაცდებოდა.
აქეთ არის პოლიტიკოსი, რომლის სახელსაც უკავშირდება რუსეთის ბაზების გაყვანა, იქით არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ეს ბაზები დააბრუნა ბევრად დიდი მოცულობით, კიდევ უფრო ახლოს.
აქეთ არის კანდიდატი, რომელიც არ ატყუებს ამომრჩეველს, იქით არიან კანდიდატები, რომლებიც ხალხს თავალში ნაცარს აყრიან.
აქეთ არის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ 2005 წლიდან ებრძოდა რეჟიმს, იქით არის ადამიანი ვინც აპირებს შეიწყალოს მწამებლები და კაციჭამიები.
აქეთ არის მომავალი პრეზიდენტი, რომელიც მშვიდობას და სტაბილურობას გვპირდება, იქით არის კანდიდატი რომელიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და დიდ არეულობას გვპირდება.
აქეთ არის პოლიტიკური ძალის მხარდაჭერილი კანდიდატი, რომელმაც ამ ქვეყანაში ფაშისტური რეჟიმი დაასრულა, იქით არის ფაშისტური რეჟიმის ორი ქვედანაყოფის კანდიდატი.
აქეთ არის ევროპული, მშვიდი საარჩევნო კამპანია და იქით არის ისტერიული, გულისამრევი სიქაჯე.
აქეთ არის მსხვერპლი, იქით არის მოძალადე.
აქეთ არის სიკეთე, იქით არის ბოროტება.
განვრცობა კიდევ შესაძლებელია, მაგრამ ვფიქრობ საკმარისია სწორი არჩევანის გასაკეთებლად”, – აცხადებს შაქარიშვილი.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
რატი იონათამიშვილი: ო’ბრაიენს არ უხსენებია „გამჭვირვალობის კანონის“ გაწვევა, ფაქტობრივად, ამ გზავნილებით ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია დასამარდა
ო'ბრაიენს არ უხსენებია „გამჭვირვალობის კანონის“ გაწვევა, ფაქტობრივად, ამ გზავნილებით ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია დასამარდა, - ამის შესახებ შესახებ „ქრონიკაში“ პარლამენტის ადამიანის...
თორნიკე მოლაშვილი: როგორც კი რუსეთი შევიდოდა უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის უნდა ყოფილიყო აქ ხელისუფლებაში და მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო აფხაზეთში და სამაჩაბლოში
ფაქტობრივად, როგორც კი რუსეთი შევიდოდა უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის უნდა ყოფილიყო აქ ხელისუფლებაში და მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო აფხაზეთში და სამაჩაბლოში,...
გივი მიქანაძე: ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი არანაირ შანტაჟს არასოდეს არ დაექვემდებარება, როდესაც საქმე ეხება ქვეყნისა და ქართული საზოგადოების ინტერესებს
ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომელმაც საკუთარი და თავისი ოჯახის სიცოცხლე გადადო იმისთვის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება შეცვლილიყო ამ ქვეყანაში და ადამიანის...
არჩილ გორდულაძე: დიახ, ეკლესია არის ქართველი ხალხის სადარაჯოზე, ისევე როგორც ეროვნული ხელისუფლება იქნება ქართველი ხალხის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე
არჩილ გორდულაძე გერმანელი პოლიტიკოსის მიხაელ როთის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დასვა კითხვა - როგორ უნდა შექმნას ქვეყანამ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე,...
მამუკა ხაზარაძე: დღეიდან მოთხოვნა უნდა იყოს – არა რუსულ ხელისუფლებას
მოთხოვნა დღეიდან უნდა იყოს - არა რუსულ ხელისუფლებას. უნდა მოვემზადოთ, უახლოეს ხანში თუ საჭირო გახდა საყოველთაო გაფიცვისთვის, - ასე მიმართა...
კახა კახიშვილი: სიდიდით კი არ იზომება ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნიდან იზომება ქვეყნის სუვერენიტეტი და არა იმით თუ რამდენი ადამიანი ცხოვრებს იმ ქვეყანაში და რამდენი აქვს ფული
არ მიმაჩნია, რომ ორი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი ერთმანეთს უნდა ელაპარაკებოდეს ასეთ ტონალობაში, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის...