შემაშფოთებელი სტატისტიკა 1 აგვისტოდან 20 აგვისტომდე საქართველოში აივ ინფიცირებულთა რაოდენობა 36-ით გაიზარდა
შიდსის ეროვნული ცენტრის სტატისტიკით, 2018 წლის 1 იანვრიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში აივ ინფიცირების 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, მხოლოდ 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე 397 ახალი შემთხვევა იყო გამოვლენილი, 20 დღეში კი აივინფიცირებულთა რიცხვი 36-ით გაიზარდა.
ტელევიზიის ინფორმაციით, აჭარაში დღეის მდგომარეობით 636 ადამიანია ინფიცირებული, ყოველთვიურად კი 5-დან 7-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება.
2013 წლიდან დღემდე შიდსით ინფიცირებულთა სტატისტიკა იზრდება. 2016 წელს დაავადებულთა რაოდენობა 702 იყო, 2017 წელს – 778, 2018 წელი (20 აგვისტომდე) – 813 ინფიცირებული.
აივინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია რეგისტრირებული, შემდეგ ადგილზე სამეგრელო და აჭარის რეგიონებია. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განმარტებით, რეგიონში მაღალი მაჩვენებელი ბევრი ახალი შემთხვევის გამო კი არ არის, არამედ იმიტომ რომ ახლა დაავადების გამოვლენის შესაძლებლობები გაუმჯობესდა.
შიდსით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოს 50 ქვეყანაში მუდმივად იზრდება, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც არიან, მაგალითად ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვენია – ამ ქვეყნებში აივ ინფექციით დღეს იმაზე მეტი ადამიანი ინფიცირდება, ვიდრე გასულ წლებში.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქ გირნიკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი
რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქ გირნიკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 8 დაშავდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. „მტრის...
ექსკლუზივი-პარალიჩის განკურნვა შესაძლებელი გახდა
ისრაელში ზურგის ტვინის დაზიანების აღდგენის რევოლუციური მეთოდი შეიმუშავეს თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მსოფლიოში პირველებმა შეიმუშავეს ზურგის ტვინის დაზიანების მკურნალობის მეთოდი. მკურნალობის...
უკრაინის საგარეო უწყება სააკაშვილის საქმეზე: უკრაინის პრინციპული პოზიციაა, არ ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში
უკრაინის საგარეო უწყება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა უკრაინის პრინციპული პოზიცია, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში. ამის შესახებ საუბარია უკრაინის...
გაეროს უშიშროების საბჭო მთიანი ყარაბაღის საკითხზე დახურულ კონსულტაციებს გამართავს
საფრანგეთის, რუსეთისა და აშშ-ის მოთხოვნით გაეროს უშიშროების საბჭო მთიანი ყარაბაღის საკითხზე დახურულ კონსულტაციებს გამართავს. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს....
ინდოელი პოლიციელები მოქალაქეებს ხელების დაბანას ცეკვით ასწავლიან – სახალისო ვიდეო
ინდოეთში პოლიციის ოფიცრებმა გადაწყვიტეს, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული ქაოსის დროს ხალხის მოტივირებისთვის „ხელების დაბანის ცეკვა“ შეესრულებინათ. bloomberg-ის ინფორმაციით, ამ ფორმით ისინი ხალხს ხელების...
33 წლის ბიჭი-ამიკო გოგიტიძე, რომელიც თავდადებულად შრომობს ამირან გამყრელიძესთან, პაატა იმნაძესთან და თენგიზ ცერცვაძესთან ერთად, ფაქტიურად 2 თვე არ უძინიათ
ეს 33 წლის ბიჭი-ამიკო გოგიტიძე, რომელიც თავდადებულად შრომობს ამირან გამყრელიძესთან, პაატა იმნაძესთან და თენგიზ ცერცვაძესთან ერთად და რომელსაც ფაქტიურად არ...