5 წესი თუ როგორ დავეხმაროთ ბავშვს ახალ სკოლასთან შეგუებაში

Read Time:53 Second

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, აქტუალური ხდება საკითხი თუ როგორ უნდა შეაგუოს მშობელმა შვილი ახალ სკოლას ან სკოლაში პირველად შესვლას. სკოლის შეცვლამ მოსწავლეში შესაძლოა პანიკა და ისტერიკა გამოიწვიოს, გაუჩინოს სხვადასხვა შიში და ა.შ. გამოცემა edu.aris.ge მშობლებს სთავაზობს 5 წესს, რომელიც მათ შვილებისთვის სკოლის შეგუებაში დაეხმარებათ.

  1. გააცანით სკოლა, მასთან ერთად დაათვალიერეთ შენობამ გაარკვიეთ ბავშვი, სადაა კაფეტერია, ბიბლიოთეკა, საპირფარეშო.
  2. განცალკევებით შეხვდით პედაგოგს. სჯობს სანამ ბავშვს შეხვდება, თავად გაესაუბროთ მასწავლებელს. მიაწოდეთ მას თქვენი შვილის შესახებ მცირე ინფორმაცია: რისი კეთება მოსწონს, რომელ საგნებშია ძლიერი და სად სჭირდება დახმარება.
  3. გააცანით ბავშვს სკოლის წესები.
  4. დაეხმარეთ მოემზადოს პირველი დღისთვის – დაძინების წინ დაამშვიდეთ შვილი და უთხარით რომ მას არაჩვეულებრივი გარემო ელოდება. ეცადეთ, მშვიდად იძინოს. დილით ასაუზმეთ და არავითარ შემთხვევაში არ დააგვიანებინოთ. სასურველია, სკოლაში 20 წუთით ადრე იყოთ, კარგი იქნება თუ გაკვეთილის დაწყებამდე ახალ კლასელებსაც შეხვდება.
  5. დაარიგეთ ბავშვი – უთხარით მას, რომ შეასრულოს მასწავლებლის ინსტრუქციები, თუმცა ზომიერება აუცილებელია და მან მეგობრების შეძენაც უნდა დაიწყოს. ასევე, გადახედოს მიცემულ დავალებებს და გაურკვეველი საკითხები ჰკითხოს პედაგოგს.

ასევე ფსიქოლოგი მარი არევაძე მშობლებს აძლევს რჩევას, თუ როგორ უნდა დაეხმარონ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე მოსწავლეს სკოლასთან შეგუებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დაბალი გოგონების 8 უპრიტასებოა
Next post შემაშფოთებელი სტატისტიკა 1 აგვისტოდან 20 აგვისტომდე საქართველოში აივ ინფიცირებულთა რაოდენობა 36-ით გაიზარდა