![](https://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2023/06/mdinaradze-123.png)
მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო – სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა
სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო – სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა და საბოლოოდ დაადასტურა, რომ კანონის წინააღმდეგ რეალური არგუმენტი არ არსებობს! – წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, გამოცემა “პოლიტიკოს” მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც, “ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აპირებს დარჩენას, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს”.
მდინარაძის განცხადებით, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია კითხვა, რა არის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონში. ამ კითხვას კი, მისი თქმით, დაემატა მეორე შეკითხვა – რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა, მისი პრევენცია რატომ არის საქართველოში არაევროპული.
“სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო – სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა და საბოლოოდ დაადასტურა, რომ კანონის წინააღმდეგ რეალური არგუმენტი არ არსებობს! ბატონები, მაკრონი და შოლცი კვლავ გვაკრიტიკებენ გამჭვირვალობის კანონის გამო! ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება! ამ დროს კი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს! შესაბამისად, უპასუხო კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა – რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?
მეორენაირად, რაც გადაუდებელი აუცილებლობაა ევროპისთვის, ზუსტად ის რატომ ეკრძალება საქართველოს? #კისაქართველოსდამოუკიდებლობას #კიგამჭვირვალობას #ღირსებითევროპისკენ” – წერს მამუკა მდინარაძე “ფეისბუკში”.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო.
![](http://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/04/უუუუ.png)
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
VIDEO: „ოპოზიციას არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერები, არ აქვთ გამოკვეთილი იდეოლოგია“ – ხათუნა ხოფერია
„ოპოზიციას არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერები, არ აქვთ გამოკვეთილი იდეოლოგია“, - მის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ გადაცემა „ვახო...
ირაკლი კობახიძე – ჩვენ ბიჭებმა გვაჩუქეს ნამდვილი სასწაული, თუმცა, ეს არ არის დასასრული, ეს არის მხოლოდ დასაწყისი, სექტემბრიდან გვექნება ახალი, საოცარი მატჩები, სავსე ტრიბუნებით
ჩვენ ბიჭებმა გვაჩუქეს ნამდვილი სასწაული, თუმცა, ეს არ არის დასასრული, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. სექტემბრიდან გვექნება ახალი, საოცარი მატჩები, სავსე...
მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, მშვიდობა არის მთავარი, რისთვის უნდა იზრუნოს ყველა სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარი ხალხისა და სხვა ხალხების ინტერესებს – ირაკლი კობახიძე
მშვიდობა არის მთავარი, რისთვის უნდა იზრუნოს ყველა სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ხალხს, საკუთარი ხალხის ინტერესებსა და სხვა ხალხების ინტერესებს,...
მიხეილ ყაველაშვილი: პირადად მე სწორედ ფეხბურთთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა – მივხვდი, რომ იმ ხელისუფლების დროს შეუძლებელი იყო რომელიმე დარგის განვითარება
პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენისას ირაკლი კობახიძეს სპორტთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. ყაველაშვილის თქმით, მოქმედი...
მამუკა მდინარაძე – როდესაც მთელი საქართველო ეროვნული ნაკრების უპრეცედენტო წარმატებას ზეიმობდა, „ნაციონალური მოძრაობა“ აინიცირებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს ამორიცხვის საკითხს
„2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე უფრო მზად ევროკავშირის წევრობისათვის. თუ ევროკავშირი მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, ეს თავისთავად,...
სოზარ სუბარი: მშვიდობის შენარჩუნების მთავარი საყრდენია ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერება
„სტრატეგიულ პარტნიორობა კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი...