რატი იონათამიშვილი-ოდიოზურმა ევროპარლამენტარების ჯგუფმა, ფაქტობრივად დააინიცირა რუსული რეზოლუცია, ვალდებულია ნებისმიერი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელმა დაგმოს ეს რეზოლუცია და პირველ რიგში მისი ავტორები
ევროპარლამენტის რეზოლუციის ერთ-ერთ ვერსიაში, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის მიერ არის მომზადებული, აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ არის მოხსენიებული.
უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ცალკე მოხსენიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორმაგ სტანდარტს, რეზოლუცია კი პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია.
“ამ ოდიოზურმა ევროპარლამენტარების ჯგუფმა, ფაქტობრივად დააინიცირა რუსული რეზოლუცია, სადაც, ერთი მხრივ, საუბარია, რომ თითქოს აფხაზეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და სხვა პუნქტებში საუბრობენ საქართველოს დასანქცირებაზე. შესაბამისად, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ადამიანები არიან “ნაციონალური მოძრაობის” არა მხოლოდ მოკავშირეები, არამედ – მათ მფარველებიც. ვალდებულია რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი წარმომადგენელი, გამოვიდეს და დაგმოს ეს რეზოლუცია და, პირველ რიგში, მისი ავტორები. თუ ამას არ გააკეთებენ, ფაქტი იქნება ეს აღიარებითი ჩვენება, რომ რადიკალური ოპოზიცია არის რუსული ოპოზიცია და ისინი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მოქმედებენ,”- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.
დოკუმენტში, რომლის ავტორებად რამდენიმე ევროპარლამენტარია მითითებული, მათ შორის, მირიამ ლექსმანი, მაიკლ გელერი, დევიდ მაკალისტერი და ანდრიუს კუბილიუსი სამოტივაციო ნაწილში წერია: “კანონპროექტი მოდელირებულია მსგავსი კანონიდან, რომელიც 2012 წელს მიიღო რუსეთმა, ცოტა ხსნის წინ კი ყირგიზეთმა და აფხაზეთმა”. ჩანაწერი შეჯერებულ ვარიანტში აღარ არის, მაგრამ შესწორება არ შესულა ინიცირებულ პროექტში.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონში არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვისას, არავის შეუტანია ცვლილება ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით
"ეს არის პრაქტიკულად ქართველი ხალხის გამარჯვება - აგონიაში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა უკვე დაიწყო კანონის კითხვა, თან გაუკუღმართებულად,” - განაცხადა გურამ...
ვეტოს პროცედურა კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია განხორციელდეს მოტივირებული შენიშვნების გარეშე – გივი მიქანაძე
საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის დასკვნისა და პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. მმართველი გუნდი მზად არის, ვეტოს დაძლევის პროცედურის დროს სამართლებრივი შენიშვნები განიხილოს...
ლევან ხაბეიშვილი: წლებია, მხოლოდ სიძულვილს, ბოროტებას და დაპირისპირებას თესავთ – სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით
“წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ...
მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი – ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა – რატი იონათამიშვილი
ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი...
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან
„ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირებულებებს ებრძვიან და შეიძლება საქილიკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ საქართველო იყოს კატალიზატორი და...
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...