„ჩვენი ამოცანა რა არის დღეს?! ერთიანობა და შეტევა…“ – მიხეილ სააკაშვილი

Read Time:33 Second

მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, არჩევნებში ერთიანი სიით მიიღონ მონაწილეობა.

ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ მისი მიზანი ხელისუფლების ცვლილება, ამოცანა კი ერთიანობა და შეტევაა. ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე გააკეთა. დღეს დაკითხეს დაცვის მხარის მოწმეები.

“ერთობაშია ჩვენი გამარჯვების რეცეპტი. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ ყველა წყენა, წვრილმანი კინკლაობა, მით უმეტეს, პირადი ამბიცია, ყველაფერი გვერდზე გადაიდოს. ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად. ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია, რომელიც მოიყვანს პროფესიონალებს მთავრობაში. მაქსიმალურად, ყველანი მოვემზადოთ ხელისუფლების ცვლილებისთვის. ჩვენი ამოცანა რა არის დღეს?! ერთიანობა და შეტევა. გამოწვევა არის ძალიან დიდი და  მას როგორც არასდროს, უნდა დავახვედროთ დიდი ტალღა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post განსაკუთრებულად მიუღებელი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ქართულ პოლიციაზე თავდასხმა და ვთქვი კიდეც, რომ პოლიციაზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს მიუღებელია – შალვა პაპუაშვილი
Next post რატი იონათამიშვილი-ოდიოზურმა ევროპარლამენტარების ჯგუფმა, ფაქტობრივად დააინიცირა რუსული რეზოლუცია, ვალდებულია ნებისმიერი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელმა დაგმოს ეს რეზოლუცია და პირველ რიგში მისი ავტორები