გიორგი გახარია: „ოცნებას” ვურჩევ, ცოტა ენას კბილი დააჭირონ
„ოცნებას” ვურჩევ, ცოტა ენას კბილი დააჭირონ, რადგან შემიძლია დავაბულინგო უბრალოდ, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ, აბსოლუტურად ზომიერი ადამიანი ვარ და ვიცი, რომ დღეს ქართული პოლიტიკისთვის ზომიერება და სიმშვიდე კრიტიკულად მნიშვნელოვანია,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ჟურნალისტი: გავრცელდა კადრები, სადაც ალეკო ელისაშვილს პოლიციელები სცემენ, აქციებთან დაკავშირებით პრემიერთან იყო კითხვა დასმული, რაზეც მან უპასუხა, რომ ვანო მერაბიშვილი და გიორგი გახარია რომ ყოფილიყვნენ ახლა შს-ს მინისტრები, იქნებოდა ორი გვამი სახურავზე, ან თვალდათხრილი ახალგაზრდები და ჩვენ ევროპულად, მაღალი სტანდარტებით…
გ. გახარია: ისე, მეტის ღირსი ვარ მე, მეტის ღირსი ვარ, რომ ჩემი პოლიციის, შსს-ოს ბიჭები, რომლებიც სამი საათი ითმენდნენ თავდასხმებს იმისთვის, რომ ეს ,,ოცნება” გადაგვერჩინა, მაგრამ ჩვენ მაშინ ხელისუფლების და სახელმწიფო ინსტიტუტების დასაცავად გავაკეთეთ ეს. რას ჭორაობს ახლა ეს ბიჭი ჩემზე, ჩემთვის საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მინდა გითხრათ ერთი რამ, სხვათა შორის, მთავარი მიზეზი 20 ივნისის ტრაგიკული საათების, ეს ვაჟბატონი იყო და საერთოდ, ვურჩევ „ოცნებას” ცოტა ენას კბილი დააჭირონ. მესმის, ვიღაც რომ დაგავალებს, ბელადი რომ დაგავალებს, რას იზამ, ყველაფერი უნდა გაიმეორო და ამ სისულელეებს ტლიკინებენ, მაგრამ არაუშავს, მოვა მაგის დროც… ენას კბილი იმიტომ უნდა დააჭირონ, რომ შემიძლია დავაბულინგო უბრალოდ. მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ, აბსოლუტურად ზომიერი ადამიანი ვარ და ვიცი, რომ დღეს ქართული პოლიტიკისთვის ზომიერება და სიმშვიდე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამიტომ ვიკავებ თავს”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გიორგი ვოლსკი: 2012 წლიდან მოყოლებული, ერთი მაგალითი დაგვისახელონ, როდესაც საქართველომ რუსეთის ინტერესებით იხელმძღვანელა. მე ათს დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ რუსეთის ინტერესები გაატარა
ათს [მაგალითს ]დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ არათუ რუსეთის ინტერესები გაატარა, რასაც დღეს ვხედავთ, რაც საქართველოს პრობლემაა,...
გიორგი გაბუნია: გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს სჭირდება მეგობრები, პარტნიორები
გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს...
გიორგი ვოლსკი აქციებზე: თუ ვკითხულობთ, ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს, ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!
ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს [აქციებს], ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე
ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა...
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ფრონტის მთავარი მიზანი იქნება სწორედ ფრონტის გახსნა, თუ სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გამოაცხადებენ ლიდერად, ეს იქნება კარგი ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ორ წელიწადზე მეტია იბრძვის, რომ რამენაირად არიონ ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი და ეს ფრონტი დააანონსა რეალურად სალომე...
ირაკლი კობახიძე ოთხი საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზე: ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საპროტესტო აქციებში ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა არასერიოზულია. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თურქეთში განუცხადა, ეს უარყოფითად აისახება...