პეტრე ცისკარიშვილი: მიშას სოფოს მიმართ აქვს ძალიან დიდი ნდობა და მის სურვილებს გავითვალისწინებთ

Read Time:43 Second

ამ პერიოდის განმავლობაში სოფო იყო მისი პირადი წარმომადგენელი, მის მიმართ აქვს ძალიან დიდი ნდობა და რა თქმა უნდა, ჩვენ მიშას ამ იდეას და სურვილებს გავითვალისწინებთ,-  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ამბობს: „ნაცმოძრაობას” ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ“.

„მიშა სააკაშვილი არის პარტიის უპირობო ლიდერი, რომელიც გენერირებს ჩვენი პარტიის მხარდაჭერის აბსოლუტურად დიდ ნაწილს, 95 -98%- ს. არავის უანგარიშებია, მაგრამ მასზე აკეთებს სწორებას ჩვენი მხარდამჭერების აბსოლუტური უმრავლესობა, ეს არავისთვის საიდუმლო არ არის. ასე რომ მისი როლის კიდევ უფრო გამოკვეთა, ძალიან კარგი იქნება და ასეც გააკეთებს პარტია.
ჩვენი დელეგატებიდან პირველი ვინც იქნება მიშამ დაასახელა. ამ პერიოდის განმავლობაში სოფო იყო მისი პირადი წარმომადგენელი, მის მიმართ აქვს ძალიან დიდი ნდობა და რა თქმა უნდა, ჩვენ მიშას ამ იდეას და სურვილებს გავითვალისწინებთ”,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის – „PROMENT“ მონაწილე ქვეყნების უნივერისტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
Next post გიორგი გახარია: „ოცნებას” ვურჩევ, ცოტა ენას კბილი დააჭირონ