აშშ შეშფოთებას გამოთქვამს ქნესეთის მიერ მიღებული ახალი კანონის გამო, რომელიც საშუალებას აძლევს მთავრობას, საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებს ისრაელში ოპერირება აუკრძალოს
ქნესეთმა მიიღო ახალი კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს მთავრობას, აუკრძალოს საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებს ოპერირება ისრაელში იმ შემთხვევაში, თუ ისინი საფრთხეს უქმნიან ისრაელის ეროვნულ უსაფრთხოებას. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
ახალი კანონის ფარგლებში, საერთაშორისო მედიისთვის ოპერირების აკრძალვის უფლება ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და კომუნიკაციების მინისტრს ექნებათ.
ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ განაცხადა, რომ, ახალი კანონის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი დაუყოვნებლივ იმოქმედებს, რათა დახუროს გამოცემა „ალ ჯაზირა“.
ქნესეთში მიღებულ კანონს ბაიდენის ადმინისტრაცია ეხმაურება. როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, აშშ შეშფოთებულია ამ გადაწყვეტილებით.
„ჩვენ გვჯერა, რომ პრესის თავისუფლება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აშშ მხარს უჭერს იმ კრიტიკულად მნიშვნელოვან სამუშაოს, რომელსაც ჟურნალისტები ასრულებენ მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის არიან ისინი, ვინც აშუქებენ ღაზაში მიმდინარე კონფლიქტს. თუ ეს ინფორმაცია მართალია, ეს ჩვენთვის შემაშფოთებელია“, – განაცხადა ჟან-პიერმა ბრიფინგის დროს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის ჯარში პატიმართა გარკვეული კატეგორიის მობილიზებას ითვალისწინებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში პატიმართა გარკვეული კატეგორიის მობილიზებას ითვალისწინებს. კანონი უკრაინის უმაღლესმა რადამ...
24 წელი ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის! – სასამართლო პროცესი, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა, დასრულდა
ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი დასრულდა. 44 წლის კაცი მეუღლის, 31 წლის სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში...
ცნობილი ტიკტოკ ვარსკვლავი მოკლეს
ბაღდადში ერაყელი TikTok-ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC იტყობინება. ერაყის შსს-ს ინფორმაციით, „სოციალურ მედიაში ცნობილი ადამიანი...
ლეკვი სასეირნოდ წაიყვანა და გაუჩინარდა… – 4 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედარი სხვენში იპოვეს
2020 წლის აგვისტოდან დაკარგული ბიჭი იპოვეს იმ ბინის სხვენში, სადაც ის ბოლოს ნახეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. ორშაბათს ბუფალოს პოლიციის...
6.5 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა
ახალი გვინეაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.5 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას, ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
G7-ის ლიდერები განცხადებას ავრცელებენ
დიდი შვიდეულის ლიდერები ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. "ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ. კიდევ...