მიხეილ ლომთაძე, წლის დასაწყისიდან, $1.5 მილიარდით გამდიდრდა – რა ქონებას ფლობს ქართველი ბიზნესმენი

Read Time:53 Second

2024 წლის დასაწყისიდან დღემდე, ქართველი ანტერპრენიორის, მიხეილ ლომთაძის ქონების შეფასებამ 30%-ით, ანუ $1.5 მილიარდით იმატა. ამჟამად, Kaspi.kz-ის მმართველი პარტნიორის ქონებას ამერიკული Bloomberg-ი $6.58 მილიარდად აფასებს, რაც 2021 წლის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

მიხეილ ლომთაძის ქონების შეფასების მკვეთრი აღმასვლა პირდაპირ უკავშირდება ცენტრალური აზიის უდიდესი ფინანსური ინსტიტუტის, Kaspi.kz-ის დალისტვას NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე, რომლის შედეგად, კომპანიამ ინვესტორებისგან $1 მილიარდზე მეტი მოიზიდა.

როგორც თავდაპირველად ითქვა, აღნიშნული გარიგებით პირდაპირ სარგებელს მიიღებდა არა Kaspi.kz-ი, არამედ ის აქციონერები, რომლებიც გასაყიდად საკუთარ აქციებს გამოიტანდნენ – ასე მოიქცა მიხეილ ლომთაძეც. ეს გარიგება, მოგეხსენებათ, იანვარში შედგა, მაგრამ მას შემდეგ, Kaspi.kz-ის აქციების ღირებულებამ მკვეთრად იმატა და დღეს, ერთეული ფინანსური ქაღალდი $131-ად ივაჭრება, რაც IPO-ს დროს დაფიქსირებულ $92-იან ფასთან შედარებით, 40%-იან ზრდას წარმოადგენს.

ცნობისთვის: ფინანსური პროდუქტების გარდა, Kaspi-ის აპლიკაციაში შეხვდებით, როგორც ონლაინმაღაზიებს, ასევე ცენტრალურ აზიაში ონლაინგადახდების ერთ-ერთ უდიდეს პლატფორმას, სადაზღვევო პროდუქტებს და ქლაუდ-სერვისებსაც კი. მარტივად რომ ვთქვათ, Kaspi სუპერ აპია, ანუ აპლიკაცია, რომელიც ყველაფერს აერთიანებს. გასული წლის სამ კვარტალში, Kaspi-მ $2.83 მილიარდის შემოსავალი და $1.27 მილიარდის წმინდა მოგება დააგენერირა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post VIDEO: ადამიანი უნდა ფასდებოდეს იმის მიხედვით, თუ რა შეუძლია და არა ვთქვათ იმით, თუ რა აქვს ფეხებს შუა – ჰერმან საბო
Next post აშშ შეშფოთებას გამოთქვამს ქნესეთის მიერ მიღებული ახალი კანონის გამო, რომელიც საშუალებას აძლევს მთავრობას, საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებს ისრაელში ოპერირება აუკრძალოს