ირაკლი კობახიძე: საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა
საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მუსლიმ თემს რამადანის ერთთვიანი მარხვის დასრულება მიულოცა და ბედნიერება, კეთილდღეობა, წარმატებები უსურვა.
„მუსლიმ თემს, ჩვენს განუყოფელ ნაწილს, ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში და ჩვენს ძმობას ძალიან დიდი ისტორია უმაგრებს ზურგს. საქართველო უნიკალური ქვეყანაა, სადაც ქართველი და აზერბაიჯანელი, შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთსა და იმავე მეჩეთში ლოცულობენ. ჩვენთვის ძალიან ძვირფასია მშვიდობიანი თანაცხოვრების, ძმობის ეს ტრადიცია და ამას საქმითაც ვამტკიცებთ. სახელმწიფომ მუსლიმ თემს დღემდე გადასცა 237 მეჩეთი, გადასაცემად გამზადებულია კიდევ 20. სახელმწიფომ მუსლიმ თემს დაფინანსება გაუზარდა 4 150 000 ლარამდე და ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა. დღესაც, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შენებისას, საზოგადოების ყველა ჯგუფს, ყველა რელიგიურ თემს, თითოეულ ინდივიდს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ამ პროცესის სრულფასოვანი მონაწილეა და ამისთვის ჩვენ, სახელმწიფო, მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ,“- განაცხადა პრემიერმა.
იფთარზე შეკრებილ მუსლიმ თემს სიტყვით მიმართეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ, საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გრეტა წიწავა: ადრე ვიცოდით ამაზრზენი „ნაცების კასრები“, ახლა დაემატა „პირადი კასრები“
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც ითქვა, რომ უჩა...
ირმა ზავრადაშვილი: ათი ათასი ადამიანი მსვლელობით რომ დაიძრა რუსთაველისკენ, „მთავარი არხის“ თქმით, ასი ათასი გახდა, ხოდა, „ხალხის მდინარეები“ ერთ ადგილზე რომ მოიყრის თავს, გაგვაგებინეთ თუ ავიდნენ „ქოცების აქციის მეოთხედი მაინც გვინდა“-ზე
„ეს „ხალხის მდინარეები” ერთ შენაკადად რომ შეერთდება და ერთ ადგილზე მოიყრის თავს, გაგვაგებინეთ თუ ავიდნენ „ქოცების აქციის მეოთხედი მაინც გვინდა-ზე“,-...
ირაკლი კობახიძე: ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ – ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა
ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...
ევროპის მოედანზე კონცერტი იმართება
თბილისში, ევროპის მოედანზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო მარშის მონაწილეები არიან შეკრებილი, ამ დროისთვის კონცერტი იმართება. სცენაზე მუსიკოსი...
ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა – ბავშვებო, შვილებო, მეგობრებო ვის აჰყევით იცით, ომიდან ორ თვეში ვინც საქართველოსა და ქართველ ჯარისკაცებს ომის დაწყება და ომის დანაშაული დააბრალა, ვინც სტრატეგიული ობიექტები მიყიდა რუსეთს – მამუკა მდინარაძე
არანაირი რევოლუციის მომწყობები ეგენი არ არიან, მაგის თავი არ აქვთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და უმრავლესობის ლიდერმა...
ირაკლი ღარიბაშვილი: შიშის კანკალით არ უნდა ვილაპარაკოთ, პარტნიორები უნდა შევიძინოთ, გავაძლიეროთ ურთიერთობა ამერიკელებთან, ევროპელებთან, ყველასთან
„ქვეყანაში დღეს ოფიციალურად დარეგისტრირებულია 31 ათასი არასამთავრობო ორგანიზაცია. ეს, ერთი მხრივ, შეიძლება, კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, ცოტა არაბუნებრივი სიტუაციაა. ე.ი....