ოთხშაბათი, მაისი 6, 2026

„ოსკარის“ 2024 წლის გამარჯვებულები დასახელდნენ

2024 წლის ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების გამარჯვებულები ცნობილია. ღონისძიების ტრიუმფატორი კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი“ გახდა, რომელმაც 7 ჯილდო, მათ შორის საუკეთესო ფილმის, რეჟისორისა და ადაპატირებული სცენარის კატეგორიებში მიიღო. ოსკარები გადაეცათ ასევე ფილმში მონაწილე მსახიობ კაცებს – კილიან მერფისა და რობერტ დაუნი უმცროსს.

4 გამარჯვებით დაასრულა ასპარეზობა იორგოს ლანთიმოსის Poor Things-მა. ამავე ფილმის ვარსკვლავს, ემა სტოუნს საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში გადაეცა ჯილდო.

ოსკარის დაჯილდოების გამარჯვებულები არიან:

საუკეთესო ფილმი:

American Fiction

Anatomy of a Fall

Barbie

The Holdovers

Killers of the Flower Moon

Maestro

Oppenheimer

Past Lives

Poor Things

The Zone of Interest

საუკეთესო რეჟისორი:

ჟიუსტინ ტრიე – Anatomy of a Fall

მარტინ სკორსეზე – Killers of the Flower Moon

კრისტოფერ ნოლანი – Oppenheimer

იორგოს ლანთიმოსი – Poor Things

ჯონათან გლეიზერი- The Zone of Interest

საუკეთესო მსახიობი კაცი:

ბრედლი კუპერი, Maestro

კოლმან დომინგო, Rustin

პოლ ჯიამატი, The Holdovers

კილიან მერფი, Oppenheimer

ჯეფრი რაითი, American Fiction

საუკეთესო მსახიობი ქალი:

ანეტ ბენინგი, Nyad

ლილი გლედსტოუნი, Killers of the Flower Moon

სანდრა ჰიულერი, Anatomy of a Fall

კერი მალიგანი, Maestro

ემა სტოუნი, Poor Things

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი:

სტერლინ კ. ბრაუნი, American Fiction

რობერტ დე ნირო, Killers of the Flower Moon

რობერტ დაუნი უმცროსი, Oppenheimer

რაიან გოსლინგი, Barbie

მარკ რაფალო, Poor Things

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი:

ემლი ბლანტი, Oppenheimer

დენიელ ბრუქსი, The Color Purple

ამერიკა ფერარა, Barbie

ჯოდი ფოსტერი, Nyad

დავინ ჯოი რენდოლფი, The Holdovers

საუკეთესო ანიმაცია:

The Boy and the Heron

Elemental

Nimona

Robot Dreams

Spider-Man: Across the Spider-Verse

საუკეთესო უცხოური ფილმი:

Io Capitano

Perfect Days

Society of the Snow

The Teachers’ Lounge

The Zone of Interest

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი:

Bobi Wine: The People’s President

The Eternal Memory

Four Daughters

To Kill a Tiger

20 Days in Mariupol

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი:

The After

Invincible

Night of Fortune

Red, White and Blue

The Wonderful Story of Henry Sugar

საუკეთესო მუსიკა:

American Fiction

Indiana Jones and the Dial of Destiny

Killers of the Flower Moon

Oppenheimer

Poor Things

საუკეთესო სიმღერა:

Flamin’ Hot

Barbie

American Symphony

Killers of the Flower Moon

What Was I Made For?

Barbie

საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი:

Barbie

Killers of the Flower Moon

Napoleon

Oppenheimer

Poor Things

საუკეთესო მონტაჟი:

Anatomy of a Fall

The Holdovers

Killers of the Flower Moon

Oppenheimer

Poor Things

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პაველ ჰერჩინსკი – წელს ევროპის დღე საქართველოში მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის, ეს შეხსენებაა, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო

წელს ევროპის დღე საქართველოში მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის, ეს შეხსენებაა, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებით განაცხადა. პაველ ჰერჩინსკიმ საზოგადოება ევროპის დღეზე დასასწრებად მიიწვია.„მალე ეს ადგილი ისე გარდაიქმნება, რომ დაუვიწყარი გახდება. ჩვენი წევრი სახელმწიფოები წარმოადგენენ თავიანთ ქვეყნებს, მათ კულტურასა და ინოვაციებს, იმას, რაც მათ უნიკალურს ხდის. პავილიონებში დაგხვდებათ ბევრი ისეთი შესაძლებლობა, რომელსაც უნდა გაეცნოთ. უამრავი აქტივობა პატარებისთვის. პირდაპირ ეთერში სცენაზე მნიშვნელოვანი საუბრები გაიმართება. წელს ევროპის დღე საქართველოში მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის. ეს შეხსენებაა, როaმ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო.შემოგვიერთდით 9 მაისს „ექსპო-ჯორჯიაში“, აღვნიშნოთ ევროპის დღე ერთად!“ -განაცხადა ევროკავშირის ელჩმა ვიდეომიმართვაში.

სტუ-ის რექტორი ღვაწლმოსილი ავიაინჟინრის – თემურ მაისურაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი ავიაინჟინრის, სტუ-ის ბუნებრივი კატასტროფების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელისა და საუნივერსიტეტო Fab Lab-ის სამეცნიერო ხელმძღვანელის, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის, აღმოსავლეთ ევროპისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტების პროფესორის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსის, ოთხი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის, 163 ნოვაციისა და გამოგონების ავტორის, საქართველოს პარლამენტის მერვე მოწვევის დეპუტატის - თემურ მაისურაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და აღზრდილებს.სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ პროფესორ თემურ მაისურაძის გარდაცვალების გამო.ბატონი თემური იყო მეცნიერი და ინჟინერი, რომლის მრავალწლიანი საქმიანობა, საავტორო ნოვაციები და გამოგონებები გამორჩეულად აისახა ქართული საავიაციო ინჟინერიის განვითარებაზე. სწორედ მისი ინოვაციური აზროვნება და სამეცნიერო მიღწევები გახდა დარგში არაერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური წინსვლის და პრაქტიკული საინჟინრო გადაწყვეტილების დაგეგმვა-განხორციელების საფუძველი.ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ახალგაზრდა თაობის აღზრდას - როგორც პროფესორი, არა მხოლოდ ცოდნას უზიარებდა სტუდენტებს, არამედ კვლევისადმი ინტერესს, პასუხისმგებლობის გრძნობასა და პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებს უნერგავდა. დღეს მისი აღზრდილები აგრძელებენ პედაგოგის გზას და ღირსეულად წარმოაჩენენ ქართულ ავიასაინჟინრო სკოლას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.თემურ მაისურაძის პროფესიული მემკვიდრეობა, რაც ფასდაუდებელია სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების მხრივ, სამომავლოდაც გაუკვალავს გზას ახალი თაობის ავიაინჟინრებსა და მკვლევრებს.ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და აღზრდილებს”, - აღნიშნულია რექტორის სამძიმრის წერილში.

საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს, რადგან ლილუაშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს – გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, რობერტ გრიგალაშვილის განცხადებით, ლილუაშვილთან საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ არის.როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე გრიგალაშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და სხდომაზე სწორედ აღნიშნულზე გაამახვილებს ყურადღებას.ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასუდ ფეზეშქიანი – ირანი არასდროს დაემორჩილება აშშ-ის დაშინებას

ირანის პრეზიდენტმა და ერაყის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ალი ფალეჰ ალ-ზაიდიმ სატელეფონო საუბრისას რეგიონის ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს.როგორც ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, ირანი უარყოფს მუქარის ენას და არასდროს დაემორჩილება აშშ-ის „დაშინებას“.„ირანის ისლამური რესპუბლიკა მზადაა საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ნებისმიერი დიალოგისთვის, მაგრამ თავისი რწმენისა და პრინციპების საფუძველზე. ის არ დამორჩილებულა და არასდროს დაემორჩილება იძულებას. ისინი ლოგიკურად თუ დაგველაპარაკებიან, დიალოგი შესაძლებელია, მაგრამ მუქარისა და დაშინების ენა არსად მიგვიყვანს“, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.ფეზეშქიანმა ასევე აღნიშნა, რომ ისლამური რესპუბლიკა დაინტერესებულია სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებით.„რეგიონში ჩვენს ძმებთან რაიმე კონფლიქტი არ გვსურს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ჩვენი ქვეყნის სკოლები, საავადმყოფოები და ინფრასტრუქტურა დაიბომბა რეგიონის ზოგიერთი ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული ამერიკული ბაზებიდან და მათი სივრცის, ობიექტების გამოყენებით. მოვუწოდებთ მუსლიმურ უმას ერთიანობისა და შეკავშირებისკენ რელიგიურ სწავლებებზე დაყრდნობით. გვჯერა, რომ სწორ, სამართლიან გზაზე სიარულის დროს, უთანხმოების საფუძველი აღარ დარჩება“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.თავის მხრივ, ალ-ზაიდიმ აღნიშნა, რომ გააძლიერებს ურთიერთობებს ირანთან ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების სფეროებში. მისივე განცხადებით, ბაღდადი მზად არის, უმასპინძლოს ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებებს.„გვჯერა, რომ ირანის დღევანდელი ძალა მხოლოდ ირანს არ ეკუთვნის, არამედ ყველა მუსლიმისა და შიიტის მხარდაჭერაა. ჩვენ არასდროს შევეგუებით ამ ძალის წართმევას ირანისთვის. სწორედ ეს ძალა დაგვეხმარა „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლაში. ერაყს ირანის მხარდაჭერა სჭირდება, რადგან ირანის ძალა ერაყის ძალაა და ირანის სისუსტე ერაყის სისუსტე იქნება“, – აღნიშნა ალი ფალეჰ ალ-ზაიდიმ.

კახა კალაძე – რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების პროგრამა საარჩევნო დაპირება იყო და დღეს ეს შესრულებული სიტყვაა

რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტი პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე 150 მოქალაქეს დაუფინანსდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე განმარტებით, პროგრამა, ყოველ სამ თვეში ერთხელ, „აქტემრას“ მისაღებად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს, რომლის საშუალებით მოქალაქე აფთიაქში მედიკამენტს იღებს.„რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამის დაწყება საარჩევნო დაპირება იყო და დღეს ეს შესრულებული სიტყვაა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის რიცხვები, არამედ თითოეული ადამიანია, ვისაც დახმარება სჭირდება. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი სრულად, 100%-ით უფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს – 80%-ით“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, მოქალაქე, საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, შესაბამისი საბუთებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს მიმართავს.„თბილისის მერიის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული. რევმატოიდული ართრიტი რთული დაავადებაა. ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა ახლავს თან. როდესაც ადამიანს ეძლევა საშუალება, მიიღოს თანამედროვე მკურნალობა, ეს მხოლოდ ჯანმრთელობა არ არის, ეს ცხოვრების დაბრუნებაა. ადამიანი ისევ ახერხებს მუშაობას, ოჯახზე ზრუნვას. ჩვენთვის სოციალური პროგრამები არ არის ფორმალური ვალდებულება. ეს არის პასუხისმგებლობა ადამიანების წინაშე, ზრუნვა მათ ღირსებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.მისი თქმით, მუნიციპალიტეტის აღნიშნული პროგრამა 2025 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა.

ბოლო სიახლეები