ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026

ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ საქართველოს ევროკავშირის მომავალ წევრად მოიაზრებენ. ეს არის ძალიან დიდი ცვლილება საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაში და ასევე ფრანგების მხრიდან ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში

ჩვენ შეხვედრა გავმართეთ სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან. ასევე შეხვედრა გვქონდა ეროვნულ ასამბლეაში ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და მის წევრებთან. რა თქმა უნდა, აქაც მთავარი საკითხი იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საფრანგეთში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

„ფრანგი პოლიტიკოსებისგან ძალიან სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და ისინი საქართველოს ევროკავშირის მომავალ წევრად მოიაზრებენ. ეს არის საფრანგეთის მხრიდან ძალიან დიდი ცვლილება საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაში და ასევე ფრანგების მხრიდან ევროკავშირის აღქმაში და გაფართოების პოლიტიკაში. ყველა შეხვედრაზე დაგვიდასტურეს ურყევი მხარდაჭერა. მათ ინფორმაცია მივაწოდეთ იმ პროგრესზე, რაც გვაქვს ასოცირების შეთანხმებასა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით. იმ საფრთხეებზე ვისაუბრეთ, რომელიც საქართველოს აქვს – უსაფრთხოების გამოწვევები, ოკუპაცია, რუსეთის უკრაინაში აგრესიიდან გამოწვეული საფრთხეები. ძალიან სასიამოვნოა, რომ ფრანგი პოლიტიკოსების მხრიდან ძალიან ადეკვატურად ხდება ამ საკითხების აღქმა და სრული გაგებაა იმ პოლიტიკის, რასაც ქვეყანა აწარმოებს, რომ მთავარია შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი ვოლსკი: აშშ-ის დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ საფრანგეთში განპირობებულია იმით, რომ სამართლებრივი მხარეა აქ საკმაოდ სუსტი, გადაწყვეტილება, რაც მარი ლე პენის მიმართაა გამოტანილი

აშშ-ის დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ საფრანგეთში განპირობებულია იმით, რომ სამართლებრივი მხარეა აქ საკმაოდ სუსტი, გადაწყვეტილება, რაც მარი ლე პენის მიმართაა გამოტანილი, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საფრანგეთში, მოსამართლეების სანქცირება არ მოსწონთ. საქმე ეხება მარინ ლე პენის მოსამართლეების მიმართ ამერიკულ სანქციებს.„ქართულ სასამართლოს არა მარტო სტრასბურგით, მაღალი დონის კვლევებით აქვს დადასტურებული, რომ არის დამოუკიდებლობის და პროფესიონალიზმის თვალსაზრისით მოწინავეთა შორის. აშშ-ის დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ საფრანგეთში განპირობებულია იმით, რომ სამართლებრივი მხარეა აქ საკმაოდ სუსტი, გადაწყვეტილება, რაც მარი ლე პენის მიმართაა გამოტანილი. ასევე აშშ-ი ეძიებს მოკავშირეს ევროკავშირში და საფრანგეთი - ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, საკმაოდ სუსტად გამოიყურება პოლიტიკურად ამ ვითარებაში, როდესაც დასავლეთის ძალების გაერთიანებაა საჭირო“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

რა არ უნდა გააკეთო ძველით ახალ წელს – ხალხური რწმენები

ძველით ახალი წელი საქართველოში სიმშვიდის, დაკვირვებისა და ახალი დასაწყისის სიმბოლოდ ითვლებოდა. სწორედ ამიტომ, ხალხური რწმენით, ამ დღეს არსებობდა ქცევები, რომელთა თავიდან აცილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.არ იჩხუბო და არ გაარკვიო ურთიერთობები ხმაურით სჯეროდათ, რომ ძველით ახალ წელს დაწყებული კონფლიქტი მთელი წლის განმავლობაში გაჰყვებოდა ადამიანს.არ გაატარო დღე ცარიელი სუფრით ცარიელი მაგიდა სიღარიბესა და დეფიციტს უკავშირდებოდა. თუნდაც მცირე პური ან ტკბილეული საკმარისად მიიჩნეოდა.არ გაასესხო ფული ხალხური რწმენით, ძველით ახალ წელს ფულის გატანა სახლიდან ფინანსურ დანაკარგს ნიშნავდა.არ დატოვო სახლი მოუწესრიგებელი ითვლებოდა, რომ არეულობა ახალ წელს პრობლემებს „მოიწვევდა“. მცირე დალაგებაც საკმარისი იყო.არ ჩაიფიქრო ბოროტი ან ნეგატიური სურვილები ამ ღამეს ფიქრებს განსაკუთრებული ძალა მიეწერებოდა და ცუდი სურვილი უკან ბრუნდებოდა.დღეს ეს რწმენები უფრო სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, თუმცა ბევრისთვის ძველით ახალი წელი კვლავ რჩება მშვიდი განწყობისა და კეთილი ფიქრების დღედ.

ტაილანდში მატარებლის სამ ვაგონს სამშენებლო ამწე დაეცა, დაიღუპა, სულ მცირე, 19 ადამიანი

ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მატარებლის სამ ვაგონს სამშენებლო ამწე დაეცა, რასაც, სულ მცირე, 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 80 კი დაშავდა.ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ნახონ რაჩასიმას პროვინციაში იმ დროს მოხდა, როდესაც ამწე რკინიგზის პროექტზე მუშაობდა. გავრცელებული ცნობით, ინციდენტის შედეგად მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა.ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, ინციდენტის დროს მატარებელში 195 მგზავრი იმყოფებოდა და საქმის საფუძვლიანად გამოძიება მოითხოვა.„19 ცხედარი იპოვეს, თუმცა მატარებლის ვაგონებში ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე ადამიანი, რომელთა ამოყვანაც ჯერჯერობით ვერ შეძლეს“, – აცხადებენ ადგილობრივ პოლიციაში.

რა ვითარებაა გზებზე – გზების დეპარტამენტი ინფორმაციას აქვეყნებს

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ97-კმ162 (რუისის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილიასაავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, ,,სადახლოს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,სადახლო საავტომობილოს“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.უფლებამოსილი პირის მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სხეულზე მალულად განთავსებული 34 აბი აკრძალული მედიკამენტი გამოვლინდა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

ბოლო სიახლეები