ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ საქართველოს ევროკავშირის მომავალ წევრად მოიაზრებენ. ეს არის ძალიან დიდი ცვლილება საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაში და ასევე ფრანგების მხრიდან ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში

Read Time:42 Second

ჩვენ შეხვედრა გავმართეთ სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან. ასევე შეხვედრა გვქონდა ეროვნულ ასამბლეაში ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და მის წევრებთან. რა თქმა უნდა, აქაც მთავარი საკითხი იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საფრანგეთში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

„ფრანგი პოლიტიკოსებისგან ძალიან სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და ისინი საქართველოს ევროკავშირის მომავალ წევრად მოიაზრებენ. ეს არის საფრანგეთის მხრიდან ძალიან დიდი ცვლილება საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაში და ასევე ფრანგების მხრიდან ევროკავშირის აღქმაში და გაფართოების პოლიტიკაში. ყველა შეხვედრაზე დაგვიდასტურეს ურყევი მხარდაჭერა. მათ ინფორმაცია მივაწოდეთ იმ პროგრესზე, რაც გვაქვს ასოცირების შეთანხმებასა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით. იმ საფრთხეებზე ვისაუბრეთ, რომელიც საქართველოს აქვს – უსაფრთხოების გამოწვევები, ოკუპაცია, რუსეთის უკრაინაში აგრესიიდან გამოწვეული საფრთხეები. ძალიან სასიამოვნოა, რომ ფრანგი პოლიტიკოსების მხრიდან ძალიან ადეკვატურად ხდება ამ საკითხების აღქმა და სრული გაგებაა იმ პოლიტიკის, რასაც ქვეყანა აწარმოებს, რომ მთავარია შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა ხაზარაძე – „ლელოს“ კარი ღიაა, ვისაც უნდა, რომ შემოგვიერთდეს, შემოგვიერთდეს, ჩვენ გვაქვს ის ძალა და გამოცდილება, რომელიც მომავალ კოალიციურ მთავრობაში აუცილებლად მიიღებს წამყვან როლს
Next post შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტარები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ასე ხშირად გამოდიან ქართულ ტელეეკრანებზე, ვერ ერკვევიან სიღრმისეულად საკითხებში და ეს სამწუხაროა. ისინი არიან დამოკიდებული იმ ჰედლაინებზე, რომლებიც საქართველოდან ესმით