მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“, რომელმაც 2010 წელს ჩეჩნეთისა და საქართველოს მოსაზღვრე სხვა რეგიონების მოსახლეობისთვის დააწესა უვიზო რეჟიმი, ახლა სათითაოდ დასდევს ამ მოქალაქეებს
რამდენი ათასი ტურისტი შემოდის საქართველოში? სათითაოდ დასდევს ის „ნაცმოძრაობა“, რომელმაც 2010 წელს ჩეჩნეთისა და საქართველოს მოსაზღვრე სხვა რეგიონების მოსახლეობისთვის დააწესა უვიზო რეჟიმი. ახლა იგივე ხალხი დასდევს ამ მოქალაქეებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
„საზღვარზე შეჩერების ერთადერთი კრიტერიუმი უნდა იყოს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია, რომ შეიძლება პროვოკაცია ეწყობა ან რამე მსგავსი, ან ადამიანს დარღვეული უნდა ჰქონდეს „ოკუპაციის შესახებ“ კანონი. სხვა შემთხვევაში მესაზღვრე არ აჩერებს არცერთ ადამიანს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც ვინოკუროვის შემთხვევაში, ვინმეს რომ შეეჩერებინა ის, თქვენ იტყოდით, რომ გადაყენებული მერი, 2020 წელს კადიროვის მიერ დაჭერილი ადამიანი შეაჩერეს ქართველებმა და პრობლემები შეუქმნეს. ეს რომ არ მოხდა, პირიქით ატრიალებთ ამ თემას. ეს არის პროვოკაცია, რომ ადამიანების ემოციებზე იმოქმედოთ. პირველი რეაქცია მეც ცოტა უხერხული მაქვს ხოლმე, სანამ გავიგებ, რაშია საქმე. როცა აღმოაჩენ, რომ ჩეჩნეთში 2020 წელს დაჭერილი ბიზნესმენი, ხელისუფლებისგან დევნილი მერი და თავისი სამეგობრო იყვნენ, რწმუნდები, რომ ეს არის თქვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც, სხვანაირად რომ ყოფილიყო, სხვანაირად იქნებოდა შეთავაზებული საზოგადოებისთვის. ანტიპუტინისტი ვინოკუროვის შემოშვებაზე რა ამბავი ატეხეთ, ალბათ კარგად გახსოვთ“, – აცხადებს მდინარაძე.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: რა პარლამენტის შენობაში არიან უმრავლესობის დეპუტატები, ხომ უნდა მოგაფიქრდეს?! – უჩა აბაშიძის მორალის ხალხია ოპოზიცია
საიდან გაიგეს არ ვიცი, უბრალოდ, რამდენიმეს ჯაგრისი და პიჟამები დარჩენია, დაბრუნდებიან მალე და ყველა იქ იქნება. არანორმალურები არიან, საოცრებაა, წარმოუდგენელი...
ნიკა გვარამია: “ჩვენი გეგმაა, დეპუტატები ვერ შეიკრიბონ და ვერ მიიღონ ის კანონი, რომელსაც იღებენ – გამოვა არ გამოვა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი”
პარტია "ახალი"-ს ლიდერი ნიკა გვარამია პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა ადა აცხადებს, რომ მათი გეგმაა, საპარლამენტო უმრავლესობას არ მისცენ ხვალ შეკრების...
მამუკა მდინარაძე ბუაძის განცხადებაზე: უბრალოდ რამდენიმე დეპუტატს კბილის ჯაგრისი და პიჟამები დარჩენია, დაბრუნდებიან ახლა მალე და ყველა პარლამენტში იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა საბა ბუაძის განცხადებას, რომელიც ამტკიცებს, რომ დეპუტატები უკვე პარლამენტის შენობაში არიან. ამ თემაზე კომენტარი...
რატი ბრეგაძე: პროფესორი გაიფიცოს, ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტს ფულს უხდის, კატეგორიულად მიუღებელია
ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. „პროფესორი გაიფიცოს და ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად...
პატრიარქის მიმართვა მრევლს: ყოველდღე თქვით ეს სადიდებელი და შეავედრეთ უფალს ჩვენი ქვეყანა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიმართვა მრევლს. პატრიარქი მიმართავს მრევლს „შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა...
შალვა პაპუაშვილი: ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში, ვხედავთ, როდესაც რაღაცის დამკვიდრება ხდება სხვაგან, შემდეგ ის საქართველოშიც ინაცვლებს – ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ, ეს საკითხი მოვაწესრიგოთ
„ჩვენი დაკვირვებაა, რომ ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო და უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში, ცვლის ტრადიციულ ურთიერთობას, ქცევის წესებს, გარკვეულწილად ცვლის...