გიორგი ვოლსკი ხაბეიშვილზე: სააკაშვილისა სახელის ხშირად ხსენება არის ერთადერთი გამოსავალი, როგორმე იმ ჭაობიდან ამოვიდეს, სადაც „ნაცმოძრაობა“ დღეს იმყოფება

Read Time:48 Second

სააკაშვილისა სახელის ხშირად ხსენება არის ერთადერთი გამოსავალი, როგორმე იმ ჭაობიდან ამოვიდეს, სადაც „ნაცმოძრაობა“ დღეს იმყოფება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს ლევან ხაბეიშვილის მიერ ოპოზიციისთვის გაკეთებულ შეთავაზებაზე საუბრისა განუცხადა.

ვოლსკის თქმით, ეს არის აგრესიული დაჯგუფება რევოლუციური სცენარით.

„ლევან ხაბეიშვილის განცხადებების კომენტირება სულ უფრო და უფრო რთული ხდება. მშრალი ფაქტი ის არის, რომ სურს გარშემო კოალიცია შეინარჩუნონ. ამისთვის

მიხეილ სააკაშვილის სახელი არის ერთი ხავსი, რომელსაც შეიძლება ჩამოეკიდოს. დანარჩენი რესურსი, რაიმე ინტელექტუალური რესურსი, პროგრამა ან გიგანტური აზრებით თავი მოაწონოს სხვა პოლიტიკურ, ასევე რადიკალურ ფრთაზე მყოფ ძალებს, არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, მისი განცხადებები, სააკაშვილისა სახელის ხშირად ხსენება არის ერთადერთი გამოსავალი, როგორმე იმ ჭაობიდან ამოვიდეს, სადაც „ნაცმოძრაობა“ დღეს იმყოფება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.

„ეს გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, რომ ხვალ-ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“, რომელმაც 2010 წელს ჩეჩნეთისა და საქართველოს მოსაზღვრე სხვა რეგიონების მოსახლეობისთვის დააწესა უვიზო რეჟიმი, ახლა სათითაოდ დასდევს ამ მოქალაქეებს
Next post პეტრე ცისკარიშვილი: ნიკა გვარამია არის კლასიკური გაგებით პოლიტპატიმარი და მის საქმეზე შერჩეული იქნა დასანქცირებული მოსამართლის სიძე მოსამართლეთა კოლეგიაში