სოზარ სუბარი სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: აღმოჩნდა, რომ სტრასბურგს ცრემლების არ სჯერა. არ სჯერა ფეიკების, არ სჯერა ტყუილების
ოპოზიციას სააკაშვილის თემა არ ახსოვს, არ ახსოვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და თუ ახსოვთ, მხოლოდ იმიტომ რომ ერთმანეთს წამოაძახონ: „აი, შენ რომ ამბობდი, სააკაშვილს გავათავისუფლებ, რატომ არ ათავისუფლებ“, – ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლისთვისაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.
„აღმოჩნდა, რომ სტრასბურგს ცრემლების არ სჯერა. არ სჯერა ფეიკების, არ სჯერა ტყუილების. სტრასბურგს არ სჯერა იმ ფეიკ-რეზოლუციების, რომლებსაც ევროპარლამენტარები იღებენ და არა მხოლოდ ევროპარლამენტარები. გიული ალასანიამაც პირდაპირ თქვა, არ მეგონა, ამდენი რომ ვიშრომეთ, ამდენი განცხადება რომ გაკეთდა, ამას სტრასბურგი არ გაითვალისწინებსო. რამდენი ფულიც არ უნდა დახარჯო ფეიკ-კამპანიებში, რამდენი პოლიტიკური დახმარებაც არ უნდა გქონდეს დასავლეთიდან, სასამართლო არის სასამართლო და სტრასბურგის სასამართლო არის ის ორგანიზაცია, რომელსაც მსოფლიოში დღემდე შენარჩუნებული აქვს ნდობის ყველაზე მაღალი სტატუსი“, – განაცხადა სუბარმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
შალვა პაპუაშვილი: ჩაიარა “რუსული კანონის” ამბავმა, ყველა მიხვდა, რასთან გვაქვს საქმე, გაბრაზებული ოპოზიცია და “ენჯეოები’ დარბიან, კედლებზე რაღაცებს აწერენ, ისტერიაში არიან ჩავარდნილი
„რუსული კანონის“ ძახილის ამბავმა ჩაიარა, ბოლო აქცია დაიშალა, ყველა მიხვდა, რასთან გვაქვს საქმე და ამაზე გაბრაზებული ოპოზიცია და „ენჯეოები“ დარბიან,...
სუბარი: ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნება წელს დეკემბერში, თუ გაისად ივნისში, საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა – ამ გზას მივყვებით და გავაკეთებთ კიდეც
"ცხვირწინ ჩამოგვკიდეს მორიგი სატყუარა, რომ თუ ახლა სუვერენიტეტზე უარს იტყვით, დეკემბერში გაგიხსნით მოლაპარაკებებსო. ევროკავშირში წევრობისთვის მოლაპარაკებების დაწყება ჩვენთვის, რა თქმა...
ნახეთ ვინ შეიწყალა დღეს სალომე ზურაბიშვილმა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი 7 მსჯავრდადებული შეიწყალა. 5 მსჯავრდადებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან,...
შალვა პაპუაშვილი: ორმა თვემ დაგვანახა, რომ ერთ მხარეს დგას ხალხის ინტერესი, რომელსაც წარმოადგენს “ქართული ოცნება”, მეორე მხარეს – ოპოზიცია და “ენჯეოები”, რომლებიც მოქმედებენ უცხო ქვეყნების ინტერესით
ორმა თვემ და საბოლოოდ, რადიკალური ოპოზიციისა და მათი მოკავშირე „ენჯეოების“ პოზიციამ დაგვანახა, რომ ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხის ინტერესი, მეორე...
ზურა ხაჩიძე: მე ვემსახურები და მხარს ვუჭერ იმ კანონს, იმ გუნდს, იმ პრემიერსა და იმ ქვეყანას, რომელსაც საქართველო ჰქვია – გამჭვირვალობის კანონი პირველ რიგში ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
მე ვემსახურები და მხარს ვუჭერ იმ კანონს, იმ გუნდს, იმ პრემიერსა და იმ ქვეყანას, რომელსაც საქართველო ჰქვია, - ამის შესახებ...
ჩინეთის ელჩი: მჯერა, ანაკლიის პროექტი იქნება გარდამტეხი მომენტი ჩვენი თანამშრომლობისთვის „სარტყელისა და გზის“ ინიციატივისა და შუა დერეფნის ფარგლებში
მჯერა, ანაკლიის პროექტი იქნება გარდამტეხი მომენტი ჩვენი თანამშრომლობისთვის „სარტყელისა და გზის“ ინიციატივისა და შუა დერეფნის ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოში...