ივანე ჩხაიძე – ქვეყანა უნდა იყოს მზად პრეპარატის დანერგვისათვის, რასაც სჭირდება ეროვნული პროტოკოლი
თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ პრეპარატს აღიარებს, ქვეყანა უნდა იყოს მზად მისი დანერგვისათვის. ბავშვი უნდა იყოს გარკვეული მეთვალყურეობის ქვეშ, ამიტომ, მის დანერგვას სჭირდება უზრუნველყოფა, რომლის უკანაც დგას ეროვნული პროტოკოლი, – ამბობს პედიატრი, პროფესორი ივანე ჩხაიძე.
მისივე განცხადებით, სახელმწიფო აქონდროპლაზიის სამკურნალო ეროვნულ პროტოკოლზე მუშაობს, რომელიც ამ დრომდე არ არსებობდა. როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, ამ მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი მულტიდისციპლინური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს და პროცესი სრულად გამჭვირვალეა.
„ამ პროტოკოლზე მუშაობს ყველა ის გამოჩენილი და ცნობილი ექიმი, ვისაც შეუძლია მულტიფაქტორული დაავადების მართვა. ესენი არიან: პედიატრი, გენეტიკური დაავადებების სპეციალისტი, ენდოკრინოლოგი, ტრავმატოლოგი და ა.შ. ამ სამუშაო ჯგუფში შედის პაციენტთა მშობლების წარმომადგენელი. ჩვენ გვექნება ეროვნული პროტოკოლი, რომელიც აუცილებელი იქნება მაშინ, თუ ამ პრეპარატის შეძენაზე დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, რაც შეეხება „ვოსორიტიდის“ შეძენის საკითხს, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თუ მიმდინარე წლის სექტემბრისთვის, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა მაინც, აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახალშექმნილ სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდს“, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს დაიწყებს.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...