საგარეო უწყება: სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქალაქ ხარტუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მეტად უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი, საიდანაც განხორციელდება მათი შემდგომი ევაკუაცია

Read Time:27 Second

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქალაქ ხარტუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მეტად უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორიიდან განხორციელდება მათი შემდგომი ევაკუაცია.

„სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქალაქ ხარტუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მეტად უსაფრთხო ადგილას იქნენ გადაყვანილი, საიდანაც განხორციელდება მათი შემდგომი ევაკუაცია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და დამსაქმებელი კომპანიის ერთობლივი მუშაობით მოხერხდა ცხელი წერტილიდან, სადაც მუდმივი შეტაკებები მიმდინარეობს, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. ამჟამად მოქალაქეები იმყოფებიან ქალაქის უსაფრთხო ნაწილში.

უწყება აგრძელებს მუშაობას მათი სუდანიდან სრული ევაკუაციისთვის“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ივანე ჩხაიძე – ქვეყანა უნდა იყოს მზად პრეპარატის დანერგვისათვის, რასაც სჭირდება ეროვნული პროტოკოლი
Next post ილია მეორის პირადი ექიმი აცხადებს, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია