მამუკა ხაზარაძე: ვიღაცების პოზიცია არის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა იქნას მიღებული კანდიდატობა, რასაც მე და ჩემი პარტია კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით
გერმანია, ისევე, როგორც საფრანგეთი, არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი მთელი მისი ისტორიის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში. მათ საკმაოდ სერიოზული და გადამწყვეტი პოზიცია შეუძლიათ მიიღონ ქვეყნის ასპირაციაში, რაც არის ევროკავშირის კანდიდატობის მიღება. პრობლემები ძალიან ბევრია. ბუნებრივია, საკითხი შეეხო 12 რეკომენდაციას, რომელიც, სამწუხაროდ, არ სრულდება. განწყობა არ იგრძნობა, რომ ეს მალე შესრულდება. ბუნებრივია, შევეხეთ სხვა საკითხებსაც” – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ისტორიული მიზნის მისაღწევად მთელი ერი თუ არ გავერთიანდებით – არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლება, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება, რიგითი მოქალაქეები და არ გადავდებთ ყველაფერს, რაც ხელს გვიშლის, არ დავაყენებთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე სტრატეგიულ საკითხს უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გავუშვებთ ისტორიულ შანსს. ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, რომელ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდეს, თითოეულ მოქალაქეს, ყველას მოვუწოდებ, რომ მომავალი თაობა არ გვაპატიებს გაშვებულ შესაძლებლობას, თუ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ წლის ბოლოს. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა. ჩემი პოზიცია პირდაპირია, ვიღაცების პოზიცია არის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა იქნას მიღებული კანდიდატობა, რასაც მე და ჩემი პარტია კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყანაზე, სამშობლოზე, შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა კანდიდატის სტატუსი მივიღოთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...