მამუკა ხაზარაძე: ვიღაცების პოზიცია არის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა იქნას მიღებული კანდიდატობა, რასაც მე და ჩემი პარტია კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით

Read Time:54 Second

გერმანია, ისევე, როგორც საფრანგეთი, არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი მთელი მისი ისტორიის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში. მათ საკმაოდ სერიოზული და გადამწყვეტი პოზიცია შეუძლიათ მიიღონ ქვეყნის ასპირაციაში, რაც არის ევროკავშირის კანდიდატობის მიღება. პრობლემები ძალიან ბევრია. ბუნებრივია, საკითხი შეეხო 12 რეკომენდაციას, რომელიც, სამწუხაროდ, არ სრულდება. განწყობა არ იგრძნობა, რომ ეს მალე შესრულდება. ბუნებრივია, შევეხეთ სხვა საკითხებსაც” –  ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ისტორიული მიზნის მისაღწევად მთელი ერი თუ არ გავერთიანდებით – არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლება, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება, რიგითი მოქალაქეები და არ გადავდებთ ყველაფერს, რაც ხელს გვიშლის, არ დავაყენებთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე სტრატეგიულ საკითხს უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გავუშვებთ ისტორიულ შანსს. ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, რომელ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდეს, თითოეულ მოქალაქეს, ყველას მოვუწოდებ, რომ მომავალი თაობა არ გვაპატიებს გაშვებულ შესაძლებლობას, თუ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ წლის ბოლოს. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა. ჩემი პოზიცია პირდაპირია, ვიღაცების პოზიცია არის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა იქნას მიღებული კანდიდატობა, რასაც მე და ჩემი პარტია კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყანაზე, სამშობლოზე, შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა კანდიდატის სტატუსი მივიღოთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: როგორ შეიძლება ცივი მჭადი მიუტანო თბილი პურის მაგივრად იმისათვის, რომ არ გასუქდეს. კატასტროფაა, რასაც ისინი აკეთებენ
Next post პეტრე ცისკარიშვილი: ანალენა ბერბოკთან შეხვედრაზე ძალიან მკაფიოდ და კონკრეტულად ვისაუბრეთ, რომ სააკაშვილი და გვარამია პოლიტიკური პატიმრები არიან