სტუდენტი ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლის მცდელობაზე: შუა ლექციის დროს წამოხტა და ლექციის ჩაშლა სცადა – მივაბრძანეთ აუდიტორიიდან და ლექციაც მშვიდად გაგრძელდა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, სალომე ასათიანი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ლექციაზე მისული რამდენიმე ადამიანი ვერავინ იცნო, თუმცა, სტუდენტებისთვის ნათელი იყო, რომ ისინი პროვოკაციის მოსაწყობად იყვნენ მისულები. როგორც სალომე ასათიანი აღნიშნავს, შეურაცხმყოფელი ქცევის შემდეგ, სტუდენტებმა პროვოკატორები ლექციიდან გააძევეს.
ის, ასევე, ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ პროვოკაციის მოსაწყობად მისულ აქტივისტებს თან „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი ახლდა, ხოლო „ნაცმოძრაობის“ წევრი, გიორგი მუმლაძე, ლექციაზე მყოფ აღნიშნულ პირებს, დავალებებს ტელეფონით აძლევდა.
„დილიდან ირაკლი კობახიძის ლექციას ვესწრებოდი. რამდენიმე ადამიანი იყო შემოსული, რომლებიც ვერავინ იცნო, თუმცა ყველა ხვდებოდა, რომ პროვოკაციისთვის იყვნენ ლექციაზე შემოსულები.
შუა ლექციის დროს ერთ-ერთი წამოხტა და შეურაცხყოფები დაიწყო, ლექციის ჩაშლა სცადა. რა თქმა უნდა მივაბრძანეთ აუდიტორიიდან. ლექციაც მშვიდად გაგრძელდა.
ადგილზე, პროვოკატორ აქტივისტებთან ერთად, “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა. სულ შემთხვევით, როგორც ჩანს, და ყველაზე საინტერესო. როგორც სხვა სტუდენტებმა გვითხრეს, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან, გიორგი მუმლაძე, ნაცების კანდიდატი რომ იყო, შიგნით მყოფებს ტელეფონით აძლევდა დავალებებს.
ან რას უხდიან, ან რას ჰპირდებიან ასეთი მდაბიო დავალებების შესრულებაში, რა საცოდავად გამოიყურებოდნენ უნდა გენახათ,“ – წერს სალომე ასათიანი.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...