კახა კალაძე: არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანა ააყირავონ
არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანა ააყირავონ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, აქციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებმაც შეიძლება რომელიღაც კონკრეტული პარტია ან პოლიტიკოსი ვერ გაარჩიონ და ვერ თქვან, რომელი პოლიტიკური პარტიაა.
„იქ იყვნენ ადამიანები, ვისაც მართლა ევროპული მომავალი აღელვებთ, ეს თემა მათთვის წითელი ხაზია და ბევრია საქართველოში ასეთი ადამიანი. ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება. ასევე, იქ იყო, „გირჩის“ ახალგაზრდული, რომელიც სპეციალურ ტრენინგებს გადის, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდები, „ფრანკლინის სკოლა“ და ეს საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა. მასთან დაკავშირებით უფრო მეტ დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას. როდესაც შეტაკებები დაიწყო, იყო მოლოტოვის კოქტეილების, ქვების სროლა. სპეცდანიშნულების ჯგუფი დაიხევდა უკან, შეაჩერებდა ყველანაირ დაშლას, მაშინვე უკან ბრუნდებოდნენ და იგივე გრძელდებოდა. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდებოდა, რომ გარკვეული არეულობა და დაპირისპირებები კიდევ უფრო სიღრმეებში წასულიყო, მაგრამ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანა ააყირავონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონში არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვისას, არავის შეუტანია ცვლილება ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით
"ეს არის პრაქტიკულად ქართველი ხალხის გამარჯვება - აგონიაში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა უკვე დაიწყო კანონის კითხვა, თან გაუკუღმართებულად,” - განაცხადა გურამ...
ვეტოს პროცედურა კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია განხორციელდეს მოტივირებული შენიშვნების გარეშე – გივი მიქანაძე
საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის დასკვნისა და პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. მმართველი გუნდი მზად არის, ვეტოს დაძლევის პროცედურის დროს სამართლებრივი შენიშვნები განიხილოს...
ლევან ხაბეიშვილი: წლებია, მხოლოდ სიძულვილს, ბოროტებას და დაპირისპირებას თესავთ – სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით
“წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ...
მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი – ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა – რატი იონათამიშვილი
ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი...
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან
„ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირებულებებს ებრძვიან და შეიძლება საქილიკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ საქართველო იყოს კატალიზატორი და...
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...