მამუკა მდინარაძე: აქციის კადრებში ისეთი ასაკის ბავშვები აღმოვაჩინეთ ვთქვით, რომ ახლა ბავშვებთან პრინციპზე დადგომა არ შეიძლება – არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც შეუვალები ვართ
ბევრმა ჩვენმა მომხრემ დღევანდელი გადაწყვეტილება კრიტიკულად მიიღო და შემიძლია მათ მოვუბოდიშო – არის რაღაც საკითხები, რასთან დაკავშირებითაც შეუვალები ვართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის გაწვევაზე საუბრისას განაცხადა.
„როდესაც საქმე ადამიანს, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება, როდესაც ასეთი რისკები რეალურად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ და რისკის ქვეშ, მართალი ხარ თუ მტყუანი, ამას თავი უნდა დაანებო. წინა ხელისუფლებები ამას ვერ ახერხებდნენ. უნდა შეძლო ყველაფერი გვერდით გადადო თქვა – შეიძლება მართალი ვარ (და მართალიც ვარ ბოლომდე) მაგრამ მე, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლიანი პარტია გამოვდივარ მთავარი ინტერესიდან, ეს არის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამას მოვუფრთხილდით ჩვენ, გუშინ ისეთი ასაკის ბავშვები აღმოვაჩინეთ აქციის კადრებში, ვთქვით, რომ ახლა ბავშვებთან ასე პრინციპზე დადგომა არ შეიძლება. “, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...