ნინო ლომჯარია: “ხალხის ძალამ” შეიცვალოს სახელი და დაერქვას “ხალხის სირცხვილი”

Read Time:51 Second

„საქართველოს ამაყო მოქალაქეებო! გუშინ ჩვენ ამ სცენაზე ვიდექით და ვამბობდით – „არა რუსულ კანონს!“ დღეს ხელისუფლებას მოუწია, ამ კანონზე უარი ეთქვა. ეს თქვენი პირველი გამარჯვებაა, მადლობა ამისთვის. ჩვენი 133 თანამოქალაქე აქციაზე მშვიდობიანად იდგა, ვიდრე მათ წინააღმდეგ არალეგიტიმური ძალა არ გამოიყენეს. ისინი დღეს დაკავებულები არიან. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ყველა დაკავებული! არავინ დავიშლებით, ვიდრე დღესვე, ყველა მოქალაქე თავისუფალი არ იქნება. მეორე მოთხოვნაა, ამ საზიზღარი რუსული კანონის გაუქმებას, დაუყოვნებლივ ეყაროს კენჭი. – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

“ეს რუსული კანონი საქართველოს პარლამენტში არცერთი დღე არ უნდა იყოს. მე ჩემს პირად მოთხოვნასაც დავამატებდი. „ხალხის ძალამ“ შეიცვალოს სახელი და დაირქვას „ხალხის სირცხვილი“. ხალხის ძალა ხართ თქვენ! ახლა გვეუბნებიან, რომ აპირებენ გაშალონ ფრონტი, იარონ საქართველოს მოქალაქეებთან და დაარწმუნონ, რომ რუსული კანონი კარგია. უკეთესი პროპაგანდა უნდა გვქონდესო. სადაც რუსული პროპაგანდით საქართველოს მოქალაქეებისთვის ტვინის გამოსარეცხად მიხვალთ, ყველგან ნამდვილი ხალხის ძალა დაგხვდებათ. თქვენ ქართველი ხალხის სირცხვილი ხართ.

ჩვენ, ქართველი მოქალაქეები კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. მთელ მსოფლიოს დავანახვეთ, როგორი ევროპელები ვართ და როგორ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, რომელზედაც ევროპული ერთობა დგას. ჩვენ ევროპაში ღირსეულ ადგილს დავიმკვიდრებთ.

წარმატება! გავიმარჯვებთ!“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: აქციის კადრებში ისეთი ასაკის ბავშვები აღმოვაჩინეთ ვთქვით, რომ ახლა ბავშვებთან პრინციპზე დადგომა არ შეიძლება – არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც შეუვალები ვართ
Next post მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: საკუთარი ქვეყნის სამხედროებს ომის დანაშაული დააბრალეს და ამ პარტიის წარმომადგენლები ცდილობენ საპროტესტო მუხტის ავანგარდში მოხვედრას – უფრო რუსული საქმის კეთება მსოფლიოში არავის უფიქსირდება