მამუკა მდინარაძე: აქციის კადრებში ისეთი ასაკის ბავშვები აღმოვაჩინეთ ვთქვით, რომ ახლა ბავშვებთან პრინციპზე დადგომა არ შეიძლება – არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც შეუვალები ვართ

Read Time:36 Second

ბევრმა ჩვენმა მომხრემ დღევანდელი გადაწყვეტილება კრიტიკულად მიიღო და შემიძლია მათ მოვუბოდიშო – არის რაღაც საკითხები, რასთან დაკავშირებითაც შეუვალები ვართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის გაწვევაზე საუბრისას განაცხადა.

„როდესაც საქმე ადამიანს, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება, როდესაც ასეთი რისკები რეალურად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ და რისკის ქვეშ, მართალი ხარ თუ მტყუანი, ამას თავი უნდა დაანებო. წინა ხელისუფლებები ამას ვერ ახერხებდნენ. უნდა შეძლო ყველაფერი გვერდით გადადო თქვა – შეიძლება მართალი ვარ (და მართალიც ვარ ბოლომდე) მაგრამ მე, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლიანი პარტია გამოვდივარ მთავარი ინტერესიდან, ეს არის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამას მოვუფრთხილდით ჩვენ, გუშინ ისეთი ასაკის ბავშვები აღმოვაჩინეთ აქციის კადრებში, ვთქვით, რომ ახლა ბავშვებთან ასე პრინციპზე დადგომა არ შეიძლება. “, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიტო სამხარაძე: ხვალ კანონი ჩავარდება! ამის შემდეგ, ყველა შემდგომში განვითარებულ მოვლენებზე, პირდაპირ ნაციონალები და მათი ენჯეოშნიკები იქნებიან პასუხისმგებლები!
Next post ნინო ლომჯარია: “ხალხის ძალამ” შეიცვალოს სახელი და დაერქვას “ხალხის სირცხვილი”