ირაკლი ჩიქოვანი: ოპოზიცია პრაქტიკულად გაკოტრებულია და არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გააჩნია, აქედან გამომდინარე ხმაურიანი ეპატაჟით ცდილობენ საზოგადოების ყურადღების მიპყრობას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი პარლამენტში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ამაზრზენს უწოდებს. მისი შეფასებით, ამ ადამიანებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ მათთვის დემოკრატია არაფერია, გარდა სიტყვებისა და რეალურად ისინი მზად არ არიან შინაარსიან დებატებში მონაწილეობისთვის.
„ისინი ამ ქმედებებით ცდილობენ ყურადღების მიპყრობას. ოპოზიცია პრაქტიკულად გაკოტრებულია და არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გააჩნია, აქედან გამომდინარე ხმაურიანი ეპატაჟით ცდილობენ საზოგადოების ყურადღების მიპყრობას“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტების საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განხილვა დასრულდა და განსახილველად წამყვან, იურდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.
14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
სოზარ სუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს: დიახ, თქვენ თავს გვესხმით და ჩვენ თავს ვიცავთ – ვერაფრით ამომიხსნია, რა მოტივაცია გამოძრავებთ
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე, დეპუტატი სოზარ სუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ღია წერილით მიმართავს. „პატივცემულ ენტონი ბლინკენს. ბატონო სახელმწიფო მდივანო,...
რატი ბრეგაძე: როდესაც მოვა დრო, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად დაბრუნდება სხვა ან იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც იყო
როდესაც მოვა დრო, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად დაბრუნდება სხვა ან იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც იყო, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა,...
შალვა პაპუაშვილი: სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რაოდენ საჭიროა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონი, რომ ხალხმა იცოდეს, ვინ აფინანსებს ცილისმწამებლურ კამპანიებს
ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ გახდა აშკარა ყველასთვის, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები სამართლიანია და არ შეიცავს არანაირი პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშნებს, – ამის...
პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილი დაზარალებულად ცნო
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. "ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარეს დაზარალებულის სტატუსი მისცეს და ამის შესახებ...
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველო ომში ვერ ჩაითრიეს, “რუსულად მონათლული ტყუილი” ვერ გაასაღეს, თავისუფლების მოედანზე “მაიდანი” ვერ შექმნეს და ახლა პირდაპირ ღია მუქარაზე გადმოვიდნენ
„დროა, ყველა დავფიქრდეთ და საქართველოს მხარეს დავდგეთ. საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა უშუალოდ ჩვენი საქმეა და მისი მინდობა არავისზე არ შეიძლება,"...
პრემიერი: ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა – ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები და ახსენა – “ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო”
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება "საზოგადოება აკვირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ხედავს, რომ მთელი რიგი მაღალი რანგის უცხოელი...