ხატია დეკანოიძე – ევროკომისიის დადებითი ანგარიში მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ვართ ეტაპზე, როდესაც კანდიდატის სტატუსი უნდა მივიღოთ, მაგრამ გამოწვევად და ვალდებულებად რჩება 12 პუნქტის შესრულება
ევროკომისიის დადებითი ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ვართ, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს, მაგრამ ქვეყნისთვის გამოწვევად და ვალდებულებად რჩება 12 პუნქტის შესრულება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, ეს ეხება განსაკუთრებით დემოკრატიის, მედიათავისუფლების, პოლიტიკური მართლმსაჯულების მიმართულებით საკითხებს.
„ასოცირების შეთანხმების მიხედვით, პროგრესი არ ავალდებულებს სახელმწიფოს, 12 პუნქტის უარყოფა მოხდეს. დემოკრატიისა და რეფორმების მიმართულებით, განსაკუთრებით მართლმსაჯულებისა და სასამართლოს სფეროში იყო შეშფოთების უპირველესი საგანი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და შესაბამისად, გარღვევა ამ მიმართულებით არ მომხდარა. ასევე დიდი ყურადღება აქვს დასათმობი იმ ფაქტს, რომ სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების დიდი ნაწილი, მათ შორის უმრავლესობა პარლამენტში წარმოდგენილია ანტიდასავლური განცხადებებით. ეს განცხადებები ხშირ შემთხვევაში ეხმაურება იმ პროპაგანდას, რომელიც, მაგალითად, ჩვენ მოვისმინეთ, რამდენიმე დღის წინ კრემლისგან, კერძოდ, ლავროვისგან. მესმის, ძალიან მნიშვნელოვანია ევროკომისიის შეფასება, მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ არის კონკრეტული კრიტერიუმები რეფორმების კუთხით, რომელიც უნდა გააკეთოს და აღასრულოს საქართველომ, რათა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.
ყველა სახელმწიფოს ჰქონდა თავისი ვალდებულებები. მათ შორის მას, ვინც კანდიდატის სტატუსი მიიღო, მოლდოვასა და უკრაინას. ასევე საქართველოს აქვს ვალდებულებები, რომელიც წერილობით დამტკიცებულია ევროკომისიის მიერ. ეს არ არის ვალდებულებები, რომელიც შეიძლება, სადმე აორთქლდეს ჰაერში და რეალურად საქართველო დარჩეს მხოლოდ ამ გზაზე, ვალდებულებების შესრულების გარეშე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...