ნინო ნადირაძე – დღესაც ვაცხადებ და მიმაჩნია, რომ სააკაშვილისთვის წამყვანი დიაგნოზია ის, რომ სასჯელაღსრულების სისტემას ვერ ეგუება, არ შეუძლია

Read Time:1 Minute, 6 Second

მკურნალობის ეფექტურობას ვერ დავამტკიცებ იქამდე, ვიდრე ამის საშუალებას არ მოგვცემენ, – ამის შესახებ კლინიკა „ვვამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს სურვილი ჰქონდა, რომ გადაეყვანათ რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა მას შემდეგ, რაც აღუწერეს სურათი, რამდენად მძიმეა არარეანიმაციული პაციენტისთვის რეანიმაციაში ყოფნა, ეს გადაიფიქრა.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, როდესაც წონის ინდექსი წამოვიდა თვალსაჩინო კლებისკენ, როდესაც პარენტელარულ კვებაზე დადგა საუბარი, პაციენტს შევთავაზეთ და უარი განაცხადა. ვუთხარით, რომ ეს არის მკურნალობაზე უარის თქმა და გთხოვთ, ხელი მოგვიწეროთ ისტორიაში დოკუმენტზე, რაზეც მან კატეგორიული უარი განგვიცხადა. თუ ამაზე ხელს მოაწერდა, მაშინ  ჩაითვლებოდა, რომ რადგან მკურნალობას არ გადის და უარს აცხადებს, ამიტომ იძულებული გავხდებოდით, რომ ისტორია დაგვეხურა, გაგვეწერა პაციენტი. კანონმდებლობაში კარგად ერკვევა. თუ უნდობლობას გიცხადებს პაციენტი, არ გაქვს უფლება, ის გააჩერო კლინიკაში. შესაბამისად, მან ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა. შემდეგ იყო ეს ავადსახსენებელი რეანიმაციის თემა, თუ რეანიმაციაში აღმოვჩნდები, გადავისხამ. შესაბამისად, ჩვენ ამაზე უარი არ გვითქვამს.

ნებისმიერი დარტყმა რომ ავიცილოთ, ნებისმიერი ლანძღვა, მზად ვართ ყველაფრისთვის. რომ იტყვიან, ჩვენც მასთან ერთად ვიხდით სასჯელს. როდესაც ავუხსენით, რომ რეანიმაციაში არის ისეთი წყობა, რომ იქ ვერ შევა ადვოკატი, დედა, მნახველი, მძიმე სურათია, უცებ გადაიფიქრა. არარეანიმაციული პაციენტისთვის რეანიმაციაში ყოფნა ფსიქოლოგიურად დამანგრეველია. მე მის ფსიქიკას ძალიან ვუფრთხილდები“, – განაცხადა ნადირაძემ.

ნინო ნადირაძემ ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის წამყვანი დიაგნოზია ის, რომ სასჯელაღსრულების სისტემას ვერ ეგუება.

„დღესაც ვაცხადებ და დღესაც მიმაჩნია, რომ მისთვის წამყვანი დიაგნოზია ის, რომ სასჯელაღსრულების სისტემას ვერ ეგუება, არ შეუძლია“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
100 %

Comments

კომენტარები

Previous post ხატია დეკანოიძე – ევროკომისიის დადებითი ანგარიში მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ვართ ეტაპზე, როდესაც კანდიდატის სტატუსი უნდა მივიღოთ, მაგრამ გამოწვევად და ვალდებულებად რჩება 12 პუნქტის შესრულება
Next post ირაკლი კობახიძე: შარშან გვქონდა 10%-იანი ზრდა, წარმოიდგინეთ, რომ გვქონოდა 10%-იანი ვარდნა, ეს საზოგადოებაში სერიოზულ უკმაყოფილებას გამოიწვევდა და შეიძლება საქართველოში ვითარების არევის ერთ-ერთი საბაბი გამხდარიყო