ხატია დეკანოიძე – ევროკომისიის დადებითი ანგარიში მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ვართ ეტაპზე, როდესაც კანდიდატის სტატუსი უნდა მივიღოთ, მაგრამ გამოწვევად და ვალდებულებად რჩება 12 პუნქტის შესრულება

Read Time:56 Second

ევროკომისიის დადებითი ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ვართ, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს, მაგრამ ქვეყნისთვის გამოწვევად და ვალდებულებად რჩება 12 პუნქტის შესრულება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ეს ეხება განსაკუთრებით დემოკრატიის, მედიათავისუფლების, პოლიტიკური მართლმსაჯულების მიმართულებით საკითხებს.

„ასოცირების შეთანხმების მიხედვით, პროგრესი არ ავალდებულებს სახელმწიფოს, 12 პუნქტის უარყოფა მოხდეს. დემოკრატიისა და რეფორმების მიმართულებით, განსაკუთრებით მართლმსაჯულებისა და სასამართლოს სფეროში იყო შეშფოთების უპირველესი საგანი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და შესაბამისად, გარღვევა ამ მიმართულებით არ მომხდარა. ასევე დიდი ყურადღება აქვს დასათმობი იმ ფაქტს, რომ სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების დიდი ნაწილი, მათ შორის უმრავლესობა პარლამენტში წარმოდგენილია ანტიდასავლური განცხადებებით. ეს განცხადებები ხშირ შემთხვევაში ეხმაურება იმ პროპაგანდას, რომელიც, მაგალითად, ჩვენ მოვისმინეთ, რამდენიმე დღის წინ კრემლისგან, კერძოდ, ლავროვისგან. მესმის, ძალიან მნიშვნელოვანია ევროკომისიის შეფასება, მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ არის კონკრეტული კრიტერიუმები რეფორმების კუთხით, რომელიც უნდა გააკეთოს და აღასრულოს საქართველომ, რათა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.

ყველა სახელმწიფოს ჰქონდა თავისი ვალდებულებები. მათ შორის მას, ვინც კანდიდატის სტატუსი მიიღო, მოლდოვასა და უკრაინას. ასევე საქართველოს აქვს ვალდებულებები, რომელიც წერილობით დამტკიცებულია ევროკომისიის მიერ. ეს არ არის ვალდებულებები, რომელიც შეიძლება, სადმე აორთქლდეს ჰაერში და რეალურად საქართველო დარჩეს მხოლოდ ამ გზაზე, ვალდებულებების შესრულების გარეშე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან დღეს 18 წელი გავიდა
Next post ნინო ნადირაძე – დღესაც ვაცხადებ და მიმაჩნია, რომ სააკაშვილისთვის წამყვანი დიაგნოზია ის, რომ სასჯელაღსრულების სისტემას ვერ ეგუება, არ შეუძლია